გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ღია კონკურსი 3 ვაკანტურ პოზიციაზე გამოაცხადა.
კონკურსი გამოცხადებულია შემდეგ პოზიციებზე:
სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე;
სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე;
ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის ვაკანტურ პოზიციაზე.
დაინტერესებულმა პირებმა კონკურსში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე : www.HR.gov.ge უნდა გაიარონ.