გურჯაანში საპარკინგე ადგილები და ზებრა გადასასვლელები ხელახლა დაიხაზება. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
ქალაქ გურჯაანში ნონეშვილისა და მიმდებარე ქუჩებზე საპარკინგე ადგილებსა და ზებრა გადასასვლელებს მონიშვნები აღარ ეტყობა, რის გამოც ქვეითად მოსიარულეებსა და მძღოლებს პრობლემები ექმნებათ. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, დაგეგმილია ნონეშვილის გამზირის ურბანული განვითრება, პროექტირებაზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
წლის ბოლომდე ქალაქ გურჯაანის ცენტრალურ ქუჩებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რის შემდეგაც ხელახლა დაიხაზება საპარკინგე ადგილები და ზებრა გადასასვლელები.