გორის მერიამ სოფლებში სამგზავრო გადაზიდვების ნებართვის მისაღებად კონკურსი გამოაცხადა

525

გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სოფლებში მიკროავტობუსებით მგზავრთა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის მიზნით, გორის მერიამ კონკურსი გამოაცხადა.

გორის მერიის ცნობით, ნებართვის მიღების მსურველი პირების განაცხადებების მიღება პირველ ივლისს დაიწყო და მიმდინარე წლის 2 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

ნაბართვის მიღების მიზნით კონკურსში მონაწილეობა როგორც ფიზიკურ, ასევე კერძო სამართლის იურიდიულ პირებს შეუძლიათ.

„განაცხადების მიღება მიმდინარეობს გორის მუნიციპალიტეტის მერიაში (გორი, გრიგოლ ფერაძის ქ. #5).

წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა იხილეთ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში. 

კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად გორის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილია კომისია.

გამარჯვებულის (ან გამარჯვებულების) გამოვლენა მოხდება მიმდინარე წლის 11 აგვისტომდე.

მიკროავტობუსებით მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოძრაობის მარშრუტები წარმოდგენილია ხუთ ლოტად. 

კონკურსის პირობების შესახებ დეტალურ ინფორმაციის მისაღებად იხილეთ მერის შესაბამისი ბრძანება და ზემოაღნიშნული საკრებულოს დადგენილება ბმულზე.