ჩვენ გვაქვს გეგმა და დღის წესრიგი, რომლის მიხედვითაც ვიმუშავებთ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ, ამ შემთხვევაში, ვისაც უნდა ვესაუბროთ, არის საქართველოს მოსახლეობა, ისინი უნდა დავარწმუნოთ, ამიტომ ვერ იქონიებს გავლენას ისეთი ტიპის დისკუსიები, რომელიც ოპოზიციის შიგნით მიმდინარეობს. ოპოზიცია ფანჩატურის პრინციპებს კვლავ ვერ სცდება“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სავარაუდოდ, 2 ოქტომბერს გაიმართება.