ქობულეთის სოფელ ჯიხანჯურის მოსახლეობა მიწის ნაკვეთების დაკანონებას ითხოვს

470

სოფელ ჯიხანჯურის მცხოვრებლების პროტესტი ქობულეთის მერიასთან. მოქალაქეების განმარტებით, მრავალწლიანი მცდელობისა და ხელისუფლების მხრიდან არაერთი დაპირების მიუხედავად მათ სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებს საკუთრებაში ვერ ირეგისტრირებენ.

აქციის მონაწილეთა ნაწილი ქობულეთის მერის მოადგილესთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, თუმცა, რაიმე კონკრეტული შეთანხმება არ შემდგარა. პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში ადგილობრივები პერმანენტული აქციების გამართვას აანონსებენ.