პრემიერი: ორშაბათიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მასობრივ ვაქცინაციას დავიწყებთ

770

„ორშაბათიდან, სისტემა მზად იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით, მასობრივი ვაქცინაციისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მასობრივი იმუნიზაციის პროცესში, ჩვენს მოქალაქეებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვთ. მინდა, მთვარობის სახელით, თხოვნით მივმართო ჩვენს მოსახლეობას, გამოვიჩინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ისე – როგორც პანდემიის დასაწყისში, გამოვიჩინოთ აქტიურობა“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, „350 ბრიგადა, რომელიც უზრუნველყოფილია შესაბამისი აღჭურვილობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიშლება და მთავრობა ამ პროცესს წარმატებით მართავს“.

„ჩვენი გათვლებით, დღეში, 20-დან 25 ათასამდე აცრა უნდა ჩავატაროთ“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.