წინასაარჩევნო პერიოდის ოფიციალურად გამოცხადებამდე ერთი თვით ადრე, გორში “ნაციონალური მოძრაობა” მერობის კანდიდატებზე მსჯელობს.
რადიო “მოზაიკას” ინფორმაციით, ამ დროისთვის ოპოზიციურ პარტიაში 3 კანდიდატურა განიხილება, რომელთაგან ერთ-ერთი მერობის კანდიდატი იქნება.
სავარაუდო კანდიდატებს შორის არიან – ვასილ მახარაშვილი, გიორგი ქერდიყოშვილი და ზვიად ხმალაძე. სამივე მათგანი წარმოშობით გორიდანაა და მათ სხვადასხვა თანამდებობები ეკავათ “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს.
იმ პერიოდში, ზვიად ხმალაძე გორის საკრებულოს თავმჯდომარე იყო; ვასილ მახარაშვილი გორის გამგებელილი; გიორგი ქერდიყოშვილი კი საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ლიტვის რესპუბლიკაში.