გორში დევნილი ოჯახებისთვის ბინების მშენებლობა მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
“სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, გარემონტებული, ბინები დევნილებს მიმდინარე წლის ზაფხულში გადაეცემათ” , – აცხადებენ რწმუნებულის ადმინისტრაციაში.
როგორც ცნობილია, მენაშენეების პროექტის ფარგლებში, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ გორში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით 68 ბინა შეისყიდა. ბინების მშენებლობის პროცესს სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე ადგილზე გაეცნენ.