„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფოთის 70-ე საოლქო- საარჩევნო კომისიას, პარტიის მერობის კანდიდატად გიგი უგულავას დარეგისტრირების მიზნით განცხადებით მიმართა.
პარტიამ საარჩევნო კომისიაში საჭირო დოკუმენტები წარადგინ ა, რაც მერობისა და მაჟორიტარი კანდიდატობის კანდიდატების, ასევე პარტიული სიის რეგისტრაციისთვისაა საჭირო.
„2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ბრძოლა იმისათვის, რომ არ გაეცათ გიგი უგულავასთვის ცნობა, რომლის გარეშეც შეულებელი იყო რეგისტრაცია, საბუთების ჩაბარება. ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვეთ და ასევე გავიმარჯვებთ რეფერენდუმში და ვაიძულებთ „ქართულ ოცნებას",...
„პასუხისმგებლობა, რასაც მომავალი მერი იღებს, ეს არ არის მხოლოდ მისი პასუხისმგებლობა ზესტაფონის განვითარებისთვის, ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა, ყველა მინისტრის და მთლიანად სახელისუფლებო ვერტიკალის პასუხისმგებლობა. ჩვენ, როგორც აქამდე, ერთი გუნდით მოვდიოდით და ასე ერთი გუნდით გავაგრძელებთ სვლას, - განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ „ქართული ოცნების“ ზესტაფონის მერობის კანდიდატის ვასილ გველესიანის წარდგენაზე.
მისი თქმით, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონების გაძლიერება, თვითმმართველობების გაძლიერება და...
დედაქალაქის მერი კახა კალაძე სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მისი მეუღლის, ანუკი არეშიძის კომპანია სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებს ფორმებს უკერავს.
კალაძის განმარტებით, მის მეუღლეს არასდროს, არც ერთ ტენდერში არ მიუღია მონაწილეობა.
„სიცრუე და ტყუილია... ჩემი მეუღლის კომპანიას არასდროს ჰქონია შეხება სახელმწიფო უწყებებთან, არასდროს რამე ტენდერში მიუღია მონაწილეობა, არც ახლა და არც მომავალში, ეს ასე იქნება“, - განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ის პირები, რომელთაც მერიისგან ტერიტორიები იჯარით აქვთ აღებული, პამდენიის პირობებში შეღავათებით სარგებლობენ.
კალაძის თქმითვე, აღნიშნული შეღავათები ქვემოიჯარეებზეც ვრცელდება.
„ჩვენ ვისზეც გვაქვს ტერიტორიები გაცემული, ვისაც მერიისგან აქვს აღებული იჯარით ტერიტორიები, ეს ადამიანები პანდემიის პირობებში შეღავათიანი პირობებით სარგებლობენ. რა თქმა უნდა, ეს ვრცელდება ქვემოიჯარეებზეც. ასე რომ, იმ ადამიანებმა, ვისაც ეს შეღავათები აქვს მერიიდან მიღებული, ცხადია, უნდა გაავრცელონ ქვემოიჯარეებზეც“, - განაცხადა კალაძემ.
დღეს "ლელომ" ცესკოში თბილისის საკრებულოს პარტიული სია, მაჟორიტარი კანდიდატები და მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილი იფიციალურად დაარეგისტრირა.
“ცესკოში” შევიტანეთ ოფიციალური სია, იმ ძლიერი გუნდის, რომელიც იბრძოლებს გამარჯვებისთვის და იმისთვის, რომ “ქართულმა ოცნებამ” რაც შეიძლება ნაკლები ხმა მიიღოს არჩევნებზე.
ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თითოეულმა ადამიანმა დაინახოს, რომ საქართველოში და ამ ქალაქში შესაძლებელია უკეთესად ცხოვრება.
“ლელოს” ძლიერი გუნდი, და რაც მთავარია კეთილსინდისიერი ადამიანები, რეალურად...
წინა სტატია
სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებული, ბესიკ ამირანაშვილი ამბობს, რომ მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით, კომენტარს არ გააკეთებს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
„ამ საკითხზე არ ვაკეთებ კომენტარს, რაც შეეხება განთავისუფლების თემას, შესაძლებელია სასამართლოში იდავონ, დღეს გვაქვს დამოუკიდებელი თავისუფალი სასამართლო, ნებისმიერს შეუძლია რომ სასამართლოში გაარკვიოს სიმართლე“,–განაცხადა ამირანაშვილმა.
თანამშრომლის გათავისუფლების საქმეზე, კომენტარი არ გააკეთა ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძემაც. ააიპ ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელთან,...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" კოორდინატორის, ლევან თათოშვილის დედა, მარინა აბულაძე, რომელიც გუშინ, 25 აგვისტოს სამსახურიდან გაათავისუფლეს, ამბობს, რომ მხარის რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა დასთან (საკრებულოს აპარატის უფროსი თამარ აბულაძე) ერთად კაბინეტში 24 აგვისტოს დაიბარა და სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებების დაწერა მოსთხოვა, მიზეზად კი მათი „პოლიტიკურად არასანდოობა“ დაასახელა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
„მე და ჩემი და გუბერნატორმა 24 აგვისტოს, ...
ახალციხის საკრებულოს აპარატის უფროსი და ბაღების გაერთიანების იურისტი სამსახურებიდან გათავისუფლების გასაჩივრებას გეგმავენ. აღნიშნულის შესახებ, მათ ინფორმაცია თავად მოგვაწოდეს. ამის შესახებ toktv.ge წერს
მათი მტკიცებით, სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. მანამ კი შესაძლო პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის შესახებ განცხადება გახარიას პარტიის სამცხე-ჯავახეთის აქტივისტმა, ლევან თათოშვილმა გაავრცელა. .
თათოშვილის თქმით, მიმდინარეობს სარჩელის მომზადება და უახლოეს მომავალში სასამართლოს მიმართავენ.
ცნობილი გახდა, რომ საკრებულოს აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად...
ეს ახალციხეა. მკაფიოდ არა, თუმცა, როგორც ყველა ქალაქში აქაც იგრძნობა წინასაარჩევნო გარემო. ქუჩებში გამოკრულია მერობის კანდიდატის ბანერები. დიახ კანდიდატის და არა კანდიდატების, იმიტომ რომ საბანერე რეკლამა ჩვენ ქალაქში ჯერჯერობით მხოლოდ “ქართულ ოცნებას” აქვს გამოყენებული. ამ თემაზე სიუჟეტს toktv.ge ავრცელებს.
ქართული ოცნების მერობის კანდიდატების სახეებით ბანერებს შეხვდებით ახალციხის კოსტავას ქუჩაზე, თამარაშვილზე და კიდევ არაერთ ლოკაციაზე. საპირისპიროა ოპოზიციური პარტიების წინასაარჩევნო კამპანია ამ...
2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე „ევროპულ საქართველოს“ ბორჯომში მაჟორიტარი დეპუტატობის სამი კანდიდატი ეყოლება. გარდა ამისა, "ევსაქებმა" ცესკოს პარტიული სიაც წარუდგინეს, რომელშიც 29 წევრია შესული. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იქნებიან:
ბაკურიანი - ბაქარ შირაძე;
დვირი - იოსებ კევლიშვილი;
ტაძრისი - მამუკა ფერაძე;
პარტიული სია:
შირაძე ბაქარ
ებრალიძე გოგა
ფერაძე თამუნა
ფერაძე მამუკა
შაყულაშვილი გიორგი
გრიგალაშვილი ცირა
ღონღაძე გიორგი
ციყელაშვილი მალხაზი
ჩოფლიანი გულნარა
ზუბაშვილი ოთარი
მამიჯანაშვილი თამაზი
ბირკაია ლაშა
პოშნახოვი რემო
კევლიშვილი იოსები
შეყელაძე თინათინ
კაპანაძე ნონა
საკანდელიძე ლევან
კიკალიშვილი მაკა
გრიგორიადისი კახი
თვალაბეიშვილი სეფე
ჯაველიძე-დგებუაძე მზია
სამხარაძე დავით
გაგოშვილი ლიანა
შუბითიძე ზურაბი
კილასონია ვახტანგ
პიატიბრატოვა ზოია
ფერაძე ბესარიონ
ზუბაშვილი სპარტაკ
ქოზაშვილი ნინო
„ევროპულ საქართველოს აქვს შიდა პარტიული კონკურენცია,...
ხმის დათვლის პროცესში, ორი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები ჩაერთვებიან, აღნიშნული გადაწყვეტილება ცესკომ, ხმის დათვლის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით გადაწყვიტა.
"შესაბამისი განათლების მქონე სტუდენტები თბილისისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან შეძლებენ ჩაერთონ იმ ვიდეომასალების დამუშავების პროცესში, რომლებიც 2021 წლის 2 ოქტომბრის ხმის დათვლის პროცედურებს ასახავს", – აცხადებენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.
ბათუმის მერობისთვის, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, დამოუკიდებელ კანდიდატად გია ხალვაში იბრძოლებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის საარჩევნო ნომერი 51 იქნება. ხალვაშის თქმით, ბათუმი კომფორტულ ქალაქად უნდა იქცეს.
ეს გზა სოფელ ჩაქვისთავში ცენტრალური მონაკვეთის გაგრძელებას წარმოადგენს. მას მალხაზ გორგილაძის სახლამდე მივყავართ. თუ სოფლის ამ ნაწილში მცხოვრებელთან სტუმრობას გადაწყვეტთ, 300 მეტრის გავლა ფეხით მოგიწევთ. უკეთეს შემთხვევაში, ალბათ, კვადროცილი უნდა დაიქირაოთ, რადგან, აქ გზა იმდენად ამორტიზებულია, რომ სხვანაირად სახლამდე მიღწევას ვერ შეძლებთ. სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.
მალხაზ გორგილაძემ TV 25-ს დასახმარებლად უკვე მეოთხედ მიმართა. მასპინძელი გადამღებ ჯგუფს სათანადოდ ჩაცმულიც დახვდა. სოფლის...
წინა სტატია
პოლიტიკურმა მოძრაობამ „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი“ 2 ოქტომბერს გასამართ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე, თბილისის მერობის, საკრებულოს თავმჯდომარეობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
„მესამე ძალის“ მხრიდან თბილისის მერობის კანდიდატი თამარ კეკენაძე იქნება. საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად „მესამე ძალამ“ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე წარადგინა.
„თამარ კეკენაძე არის პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე. თამარი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოსა და ნატოს შორის თავდაცვის და სამხედრო სფეროში არსებულ...
ინფრასტრუქტურულ პროგბლემებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს ოპოზიციაში. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბათუმში, უმოქმედოდ დარჩენილი ნაგვის ბუნკერები გააპროტესტეს. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
ხელისუფლების ოპონენტებმა, ამის მაგალითად ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ უფუნქციო მიწისქვეშა კონტეინერი მოიყვანეს. მათი განცხადებით, ბათუმში 50-მდე მსგავსი ურნაა, რომელთა გასაკეთებლად მერიამ ასიათასობით ლარი დახარჯა, მაგრამ იგი დღემდე უფუნქციოა.
ალექსანდრე ვარშალომიძის თქმით, ბუნკერებისგან გამოწვეული ანტისანიტარია მოსახლეობისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს.
თემასთან დაკავშირებით „ბათუმის სანდასუფთავებაში“ თემაზე...
"რატომ წაგვართვით სპორტსკოლა" - ამ სლოგანით ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ქობულეთში სპორტსკოლის მშენებლობის შეჩერების საკითხი გააპროტესტეს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
აცხადებენ, რომ მშენებლობა 2013 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა პროექტი 8-წელია გაურკვეველი მიზეზების გამო გაჩერებულია. ტერიტორია კი ნაგავსაყრელადაა ქცეული.
ქობულეთის მერი კი აცხადებს, რომ სპორტსკოლის აღნიშნული პროექტი სწორედ ნაციონალური მოძრაობის დროს ხარვეზით დაიწყო და სწორედ ამიტომ შეჩერდა.
მირიან ქათამაძე ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს. მერი აცხადებს, რომ ქობულეთში...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































