უფუნქციო მიწისქვეშა ნაგვის კონტეინერები ბათუმში

427

ინფრასტრუქტურულ პროგბლემებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს ოპოზიციაში. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბათუმში, უმოქმედოდ დარჩენილი ნაგვის ბუნკერები გააპროტესტეს. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.

ხელისუფლების ოპონენტებმა, ამის მაგალითად ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ უფუნქციო მიწისქვეშა კონტეინერი მოიყვანეს. მათი განცხადებით, ბათუმში 50-მდე მსგავსი ურნაა, რომელთა გასაკეთებლად მერიამ ასიათასობით ლარი დახარჯა, მაგრამ იგი დღემდე უფუნქციოა.

ალექსანდრე ვარშალომიძის  თქმით, ბუნკერებისგან გამოწვეული ანტისანიტარია  მოსახლეობისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს.

თემასთან დაკავშირებით „ბათუმის სანდასუფთავებაში“ თემაზე კომენტარი არ გაკეთდა.