„ნაცმოძრაობამ“ ფოთის საარჩევნო კომისიას, პარტიის მერობის კანდიდატად გიგი უგულავას დარეგისტრირებასთან დაკავშირებით მიმართა

613

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფოთის 70-ე საოლქო- საარჩევნო კომისიას, პარტიის მერობის კანდიდატად გიგი უგულავას დარეგისტრირების მიზნით განცხადებით მიმართა.

პარტიამ საარჩევნო კომისიაში საჭირო დოკუმენტები წარადგინ ა, რაც მერობისა და მაჟორიტარი კანდიდატობის კანდიდატების, ასევე პარტიული სიის რეგისტრაციისთვისაა საჭირო.

„2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ბრძოლა იმისათვის, რომ არ გაეცათ გიგი უგულავასთვის ცნობა, რომლის გარეშეც შეულებელი იყო რეგისტრაცია, საბუთების ჩაბარება. ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვეთ და ასევე გავიმარჯვებთ რეფერენდუმში და ვაიძულებთ „ქართულ ოცნებას”, რომ დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები. 2 ოქტომბრის არჩევნები იქნება „ქართული ოცნების“, – განაცხადა გიგი უგულავას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ლევან თარხნიშვილმა.