დედაქალაქის მერი კახა კალაძე სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მისი მეუღლის, ანუკი არეშიძის კომპანია სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებს ფორმებს უკერავს.
კალაძის განმარტებით, მის მეუღლეს არასდროს, არც ერთ ტენდერში არ მიუღია მონაწილეობა.
„სიცრუე და ტყუილია… ჩემი მეუღლის კომპანიას არასდროს ჰქონია შეხება სახელმწიფო უწყებებთან, არასდროს რამე ტენდერში მიუღია მონაწილეობა, არც ახლა და არც მომავალში, ეს ასე იქნება“, – განაცხადა კალაძემ.