ხმის დათვლის პროცესში, ორი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები ჩაერთვებიან, აღნიშნული გადაწყვეტილება ცესკომ, ხმის დათვლის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით გადაწყვიტა.
“შესაბამისი განათლების მქონე სტუდენტები თბილისისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან შეძლებენ ჩაერთონ იმ ვიდეომასალების დამუშავების პროცესში, რომლებიც 2021 წლის 2 ოქტომბრის ხმის დათვლის პროცედურებს ასახავს”, – აცხადებენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.