დღეს “ლელომ” ცესკოში თბილისის საკრებულოს პარტიული სია, მაჟორიტარი კანდიდატები და მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილი იფიციალურად დაარეგისტრირა.
“ცესკოში” შევიტანეთ ოფიციალური სია, იმ ძლიერი გუნდის, რომელიც იბრძოლებს გამარჯვებისთვის და იმისთვის, რომ “ქართულმა ოცნებამ” რაც შეიძლება ნაკლები ხმა მიიღოს არჩევნებზე.
ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თითოეულმა ადამიანმა დაინახოს, რომ საქართველოში და ამ ქალაქში შესაძლებელია უკეთესად ცხოვრება.
“ლელოს” ძლიერი გუნდი, და რაც მთავარია კეთილსინდისიერი ადამიანები, რეალურად შეცვლის თბილისის ხვალინდელ დღეს”, – განაცხადა ანა ბიბილაშვილმა.