ეს გზა სოფელ ჩაქვისთავში ცენტრალური მონაკვეთის გაგრძელებას წარმოადგენს. მას მალხაზ გორგილაძის სახლამდე მივყავართ. თუ სოფლის ამ ნაწილში მცხოვრებელთან სტუმრობას გადაწყვეტთ, 300 მეტრის გავლა ფეხით მოგიწევთ. უკეთეს შემთხვევაში, ალბათ, კვადროცილი უნდა დაიქირაოთ, რადგან, აქ გზა იმდენად ამორტიზებულია, რომ სხვანაირად სახლამდე მიღწევას ვერ შეძლებთ. სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.
მალხაზ გორგილაძემ TV 25-ს დასახმარებლად უკვე მეოთხედ მიმართა. მასპინძელი გადამღებ ჯგუფს სათანადოდ ჩაცმულიც დახვდა. სოფლის ამ ნაწილში მცხოვრები, ამორტიზებულ გზაზე გადააგილების ერთადერთ ალტერნატივად რეზინის ჩექმას განიხილავს. ამბობს, რომ ხელისუფლებისგან მხოლოდ ერთადერთ რამეს ითხოვს – გზის მოპირკეთებას.
გორგილაძე ერთადერთია, ვინც სოფლის ამ ნაწილში, მარტო ცხოვრობს. აქვს ჯანმრთელობის პრობლემებიც. მოუწესრიგებელი გზის გამო სასწრაფო დახმარების ბრიგადებს სახლამდე მისვლა უჭირს.
სახლამდე მისულებს ასეთი მდგომარეობა დაგვხდა. ხის ფიცრულში მალხაზ გორგილაძე უკვე წლებია ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ კაცი გაუსაძლის პირობებშია, ხელისუფლებისგან გზის მოწესრიგებს გარდა არაფერს ითხოვს. ამბობს, რომ არჩევნების წინ ამას ხშრად პირდებობდნენ,თუმცა უშედეგოდ. მან დღეს ქობულეთის მერთან დაკავშირება ჩვენი კამერის წინ უშედეგოდ სცადა.
ქობულეთის მერიაში პრობლემის შესახებ იციან. უწყების ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა გვითხრა, რომ გზის კეთილმოწყობას უახლოეს მომავალში დაიწყებენ.