დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ის პირები, რომელთაც მერიისგან ტერიტორიები იჯარით აქვთ აღებული, პამდენიის პირობებში შეღავათებით სარგებლობენ.
კალაძის თქმითვე, აღნიშნული შეღავათები ქვემოიჯარეებზეც ვრცელდება.
„ჩვენ ვისზეც გვაქვს ტერიტორიები გაცემული, ვისაც მერიისგან აქვს აღებული იჯარით ტერიტორიები, ეს ადამიანები პანდემიის პირობებში შეღავათიანი პირობებით სარგებლობენ. რა თქმა უნდა, ეს ვრცელდება ქვემოიჯარეებზეც. ასე რომ, იმ ადამიანებმა, ვისაც ეს შეღავათები აქვს მერიიდან მიღებული, ცხადია, უნდა გაავრცელონ ქვემოიჯარეებზეც“, – განაცხადა კალაძემ.