4 ოქტომბრიდან რეალური შანსია, რომ სკოლების დიდ ნაწილში, როგორც დიდ ქალაქებში, ასევე სოფლებში სწავლა განახლდეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც გაბუნიამ აღნიშნა, 4 ოქტომბრამდე სიტუაცია კიდევ უფრო უნდა გამყარდეს, რათა ბავშვებს სასწავლო გარემოში დაბრუნების შესაძლებლობა ჰქონდეთ.
„ტენდენცია ისეთია ეპიდემიოლოგიური კუთხით, რომ ვფიქრობ, 4 ოქტომბრიდან რეალური შანსია, სკოლების დიდ ნაწილში სწავლა განახლდეს. ამას კიდევ უფრო აძლიერებს პედაგოგებისა...
წინასაარჩევნო პროცესებში მმართველმა გუნდმა არასრულწლოვნები ჩართო. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
ჩაქვში საჯარო სკოლების მოსაწავლეებს და მშობლებს "ქართული ოცნების" კანდიდატის, ალექსანდრე ხიდაშელის მხარდამჭერი პოსტების დაწერა დაავალეს. ჩვენი ინფორმაციით, 8-დან 12 წლამდე მოსწავლეებს გამზადებულ ტექსტს უგზავნიან, რომელსაც ბავშვები აკოპირებენ და სოციალურ ქსელში გადააქვთ.
თავად ხიდაშელი ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ ბავშვები ამას საკუთარი სურვილით აკეთებენ. ხიდაშელი საჯარო სკოლასთან არსებული ერთ-ერთი სტუდიის ხელმძღვანელია.
2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე, ახალციხეში მერობის კანდიდატი ექვსმა პარტიამ დაასახელა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მოსახლეობას არჩევანის გაკეთება 6 კანდიდატს შორის მოუწევს, ესენია:
N2 - ზურაბ სადათიერაშვილი - „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“
N5 - დავით ბალიაშვილი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
N9 - მანუჩარი ჩაჩანიძე - „ლელო“
N25 - გიორგი არველაძე - „გახარია - საქართველოსთვის“
N37 - მიხეილი კეთილაძე - „თავისუფალი საქართველო“ (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა)
N41 -...
ქართველ მომღერალს, ოთხი წლის შემდეგ, ბათუმის მერობის სურვილი ისევ გაუჩნდა, როგორც ადრე ახლაც, კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად ხელმოწერები თავად შეაგროვა. კახაბერ ცისკარიძე ამბობს, რომ ქალაქის მერი რიგითი ადამიანი უნდა იყოს. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
პირველი რასაც გეგმავს, ბათუმის განვითარებაა. ამბობს, რომ ქალაქი წლის ოთხივე სეზონზე ტურისტებისთვის მიმზიდველი იქნება. ფიქრობს, რომ ბათუმში მთავარი გამოწვევა კულტურა და ხელოვნებაა.
მოქალაქეებს პირადად ხვდება. ამბობს, რომ როგორც სხვა...
პარტია „მოქალაქეებმა“ 2 აგვისტოდან 22 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, რეკლამაზე სულ 126 365 ლარი დახარჯა, მათ შორის პარტიამ ყველაზე მეტი, 118 365 ლარი გარერეკლამისთვის გაიღო. ბეჭდურ რეკლამას 1500 ლარი მოახმარა, ხოლო სხვა სარეკლამო ხარჯებისთვის 6500 გამოყო.
აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აგვისტოს სამ კვირაში ბეჭდური რეკლამისა და სატელევიზიო რეკლამისთვის გაწეული ხარჯები საანგარიშო პერიოდში შევსებული დეკლარაციის მიხედვით პარტიას არ უფიქსირდება.
დეკლარაციის მიხედვით, ალეკო...
აჭარაში დამეწყრილი ტერიტორიების შესწავლას 150-მდე ოჯახი ითხოვს. ამ დროისთვის გეოლოგებმა ქობულეთში 70-მდე, ხოლო ხელვაჩაურში 30-მდე ოჯახი შეისწავლეს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, გეოლოგები ფერდსამაგრი სამუშაოების განხორციელების რეკომენდაციას გასცემენ.
ხელვაჩაურის მერიაში განმარტავენ, რომ თვითმმართველობას დასახმარებლად 30- მდე ოჯახმა მიმართა, ორი ოჯახი ქირით უკვე გაიყვანეს, 5 კი უახლოეს დღეებში უნდა გადაიყვანონ უსაფრთხო ადგილას.
უხვმა ნალექმა კონკრეტულად რა ოდენობის ზარალი მიაყენა ხელვაჩაურს ამ დრომდე უცნობია,...
წინა სტატია
ახალციხეში „ლელოს“ პროპორციული სია ერთდროულად 4–მა კანდიდატმა დატოვა. არასაკმარისი რაოდენობის გამო, პარტიამ საოლქო საარჩევნო კომისიაში, პროპორციული სია ვერ დაარეგისტრირა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
„ლელოს“ 4 კანდიდატს გაუუქმდა რეგისტრაცია, ამის საფუძველზე პარტიული სია ჩამოსცდა დადგენილ მინიმალურ რაოდენობას და პარტიულ სიასაც გაუუქმდა რეგისტრაცია,“ – გვითხრა N37 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თეა გავაშელმა.
აღნიშნულ საკითხზე N37 საოლქო საარჩევნო კომისიამ გუშინ, 7 სექტემბერს იმსჯელა.
პარტიიდან წევრების წასვლასთან...
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” 2020 წლის (შემდეგში: საანგარიშო/საკვლევი პერიოდი) ქალაქ ბათუმის 2017 წლის მოწვევის საკრებულოს მიერ გაწეული საქმიანობა შეისწავლა. ანგარიშის ფარგლებში წარმოგიდგენთ ინფორმაციას საკრებულოს საქმიანობის შესახებ შემდეგი მიმართულებებით:
მიღებული მნიშვნელოვანი სამართლებრივი აქტები;
კონტროლის ფუნქციის განხორციელება;
კომისიების, საბჭოებისა და ფრაქციების საქმიანობა;
საკრებულოს თანამდებობის პირთა კავშირი ბიზნესთან და შეუთავსებელი საქმიანობა;
მოქალაქეთა ჩართულობა და ანგარიშვალდებულება;
გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობა;
საკრებულოს ხარჯები.
ანგარიში ასევე მოიცავს ძირითად...
ახალქალაქში წინასაარჩევნოდ ოპოზიციური პარტიებიდან წასვლის შესახებ განცხადება შვიდმა კანდიდატმა დაწერა, მათი ნაწილი პროპორციულ, ნაწილი კი მაჟორიტარულ სიაში იმყოფებოდა. პარტიის ლიდერები ზეწოლასა და მუქარაზე საუბრობენ, კანდიდატების ნაწილი კი ირწმუნება, რომ გადაწყვეტილება საკუთარი ნებით მიიღეს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ კანდიდატობის მოხსნაზე განცხადება ხუთმა პირმა დაწერა, გიორგი გახარიას და „ლელოს“ პარტიებიდან კი თოთო–თოთომ. საბოლოოდ, შვიდიდან ოთხმა გადაწყვეტილება შეიცვალა და პარტიაში...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მათი რეკომენდაცია პირბადის არტარების გამო ადამიანების არა დაჯარიმება, არამედ სამედიცინო ნიღბების დარიგება იყო.
"ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ ადამიანებს პირბადის არტარების გამო ნუ დავაჯარიმებთ და თუ შესაძლებელია, დავურიგოთ. მივაწოდოთ პირბადე ტრანსპორტში და ვუთხრათ, გაიკეთე ბატონო და იმგზავრე პირბადით. თუ დავიცავთ ამ წესებს, რა თქმა უნდა, ვირუსის გავრცელების რისკი ნაკლებია", — თქვა გამყრელიძემ...
„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ბაკურ გელაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, საარჩევნო უბნების ნეიტრალური წევრებიდან ინფორმაციის მიღების და ზემოქმედების მოხდენის მიზნით, „ვაიბერის ჩათს“ ქმნიან. ამის შესახებ კი ისინი წინასწარ „ქართული ოცნების“ ბორჯომის ოფისიდან გააფრთხილეს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
„******მეგობრებო, ეს ნომერი მოინიშნეთ, (ჩაიწერეთ) ვინაიდან, შეიქმნება ვაიბერ ჩათი (ვაიბერი უნდა გქონდეთ აუცილებლად) და თქვენ დაგამატებენ. შემდეგ მოგივათ გარკვეული ინფორმაციები. პატივისცემით, სალომე. „ქართული ოცნების“ ბორჯომის...
ადიგენის მუნიციპალიტეტში 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის, N38 ოლქში 18 საარჩევნო უბანი გაიხსნა. მოსახლეობას არჩევანის გაკეთება მერობის ორ კანდიდატს შორის მოუწევს, პროპორციული და მაჟორიტარული სიები ჯამში რვა პარტიამ წარადგინა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ნახეთ რომელი უბანი, სად მდებარეობს:
N1 საარჩევნო უბანი – ადიგენის სპორტული დარბაზი (ა. ბალახაშვილის ქ. N19)
N7 საარჩევნო უბანი – საკრებულოს შენობა (სოფელი ვარხანი)
N12 საარჩევნო უბანი – კულტურის სახლი (სოფელი...
გუნდში ჩამოვყალიბდებით საერთო პოზიციაზე მეორე მოსმენისთვის და შესაბამისად, ამის შესახებ საზოგადოება დეტალურად იქნება ინფორმირებული - ახლა მიმდინარეობს მსჯელობა 2 პროცენტი იქნება შენარჩუნებული თუ არა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა გივი მიქანაძემ ბარიერთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც მმართველი გუნდი შარლ მიშელის დოკუმენტის მონაწილე იყო, მასში ასახული პუნქტები გარკვეულ ვალდებულებასთან იყო დაკავშირებული, თუმცა ახლა ყველა პუნქტი განხილვას ექვემდებარება.
"მყარი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ბარიერი...
"ქართულ ოცნებას" რეგიონებში ამომრჩეველი უპირისპირდება. მმართველი გუნდის ხაშურის მერობის კანდიდატის საარჩევნო შეხვედრები ერთმანეთის მიყოლებით იშლება. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
იმის მიუხედავად, რომ თენგიზ ჩიტიაშვილი სოფელ-სოფელ საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად დადის, მას ხალხი პირდაპირ ეუბნება, რომ "ოცნების" დაპირებების აღარ სჯერათ და შესაბამისად, 2 ოქტომბრის არჩევნებზე აღარ მოტყუვდებიან.
მოსახლეობა ამბობს, რომ მათი პატრონი არავინაა და მიუხედავად არაერთი დაპირებისა, მმართველი გუნდის წარმომადგენლები მაინც არაფერს აკეთებენ.
თბილისის მერობის კანდიდატი, ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია პასუხობს კახა კალაძეს მოწოდებას და ამბობს, რომ თანხმაა ნარკოტესტი ჩააბაროს. ამაზე მელიამ TV პირველის ეთერში ისაუბრა.
"არ ჩამიბარებია, თუ რა? კალაძეს ვეტყვი - ჩავაბარებ ნარკოტესტს. მთავარი ტესტი მისთვის უნდა იყოს დემოკრატიის ტესტი. თუ უნდა ინტელექტუალური კოეფიციენტის ტესტიც ჩავატაროთ, ე.წ.IQ ტესტი", - ამბობს მელია.
ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ნარკოტიკულ ნივთიერებაზე ანალიზი ჩააბარა. როგორც კალაძემ...
წინა სტატია
წალენჯიხაში ორი ოპოზიციური პარტიის, ''ნაციონალური მოძრაობისა'' და ''საქართველოსთვის'', ჭალე-მუჟავას მაჟორიტარობის კანდიდატმა საოლქო საარჩევნო კომისიას კანდიდატურის მოხსნის მოთხოვნით მიმართეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ლელოს" წევრი, თამარ ბელქანია ავრცელებს და წერს, რომ წინასაარჩევნოდ ხელისუფლება მასწავლებლებზე ისევ ზეწოლას ახდენს.
"პარტია “საქართველოსთვის” ჭალე-მუჟავას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლალი შამუგიამ კანდიდატურის მოხსნის შესახებ განცხადებით წალენჯიხის საოლქო საარჩევნო კომისიას დღეს მიმართა და უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე. საგულისხმო...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































