ბათუმის საკრებულოს 2020 წლის საქმიანობის ანგარიში – გამჭვირვალობის კვლევა

262

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ”  2020 წლის (შემდეგში: საანგარიშო/საკვლევი პერიოდი) ქალაქ ბათუმის 2017 წლის მოწვევის საკრებულოს მიერ გაწეული საქმიანობა შეისწავლა. ანგარიშის ფარგლებში წარმოგიდგენთ ინფორმაციას საკრებულოს საქმიანობის შესახებ შემდეგი მიმართულებებით:

  • მიღებული მნიშვნელოვანი სამართლებრივი აქტები;
  • კონტროლის ფუნქციის განხორციელება;
  • კომისიების, საბჭოებისა და ფრაქციების საქმიანობა;
  • საკრებულოს თანამდებობის პირთა კავშირი ბიზნესთან და შეუთავსებელი საქმიანობა;
  • მოქალაქეთა ჩართულობა და ანგარიშვალდებულება;
  • გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობა;
  • საკრებულოს ხარჯები.

ანგარიში ასევე მოიცავს ძირითად მიგნებებსა და რეკომენდაციებს, რომელთა გათვალისწინებაც დაეხმარება 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დაკომპლექტებულ საკრებულოს მომავალ საქმიანობაში.

ანგარიშის საფუძვლად გამოყენებულია საკრებულოდან გამოთხოვილი ინფორმაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დაკვირვებები და მედიის მასალები.

ორგანიზაციამ საკრებულოს 2017-2019 წლების საქმიანობის შეფასების ანგარიში 2020 წლის მარტში გამოაქვეყნა.