პარტია „მოქალაქეებმა“ 2 აგვისტოდან 22 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, რეკლამაზე სულ 126 365 ლარი დახარჯა, მათ შორის პარტიამ ყველაზე მეტი, 118 365 ლარი გარერეკლამისთვის გაიღო. ბეჭდურ რეკლამას 1500 ლარი მოახმარა, ხოლო სხვა სარეკლამო ხარჯებისთვის 6500 გამოყო.
აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აგვისტოს სამ კვირაში ბეჭდური რეკლამისა და სატელევიზიო რეკლამისთვის გაწეული ხარჯები საანგარიშო პერიოდში შევსებული დეკლარაციის მიხედვით პარტიას არ უფიქსირდება.
დეკლარაციის მიხედვით, ალეკო ელისაშვილის პარტიამ ბილბორდებში 96 401 ლარი დახარჯა, ხოლო ქუჩაში დამონტაჟებული ეკრანის მომსახურებისთვის 21 964 ლარი.
ამასთან, 2 აგვისტოდან 22 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში პარტია „მოქალაქეებს“ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისგან შემოწირულობა არ მიუღია. საანგარიშო პერიოდში, ალეკო ელისაშვილის პარტიას საბიუჯეტო დაფინანსების სახით კი 369 043.26 ლარი ჩაერიცხა.