წალენჯიხაში ენმ-ს და “საქართველოსთვის” მაჟორიტარებმა კანდიდატურები მოხსნეს – “ლელოს” წევრი ზეწოლაზე

629

წინა სტატია

წალენჯიხაში ორი ოპოზიციური პარტიის, ”ნაციონალური მოძრაობისა” და ”საქართველოსთვის”, ჭალე-მუჟავას მაჟორიტარობის კანდიდატმა საოლქო საარჩევნო კომისიას კანდიდატურის მოხსნის მოთხოვნით მიმართეს. ამის შესახებ ინფორმაციას “ლელოს” წევრი, თამარ ბელქანია ავრცელებს და წერს, რომ წინასაარჩევნოდ ხელისუფლება მასწავლებლებზე ისევ ზეწოლას ახდენს.

“პარტია “საქართველოსთვის” ჭალე-მუჟავას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლალი შამუგიამ კანდიდატურის მოხსნის შესახებ განცხადებით წალენჯიხის საოლქო საარჩევნო კომისიას დღეს მიმართა და უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე. საგულისხმო კი ისაა, რომ ეს ქალბატონიც პედაგოგია.

გუშინ კანდიდატურა ენმ ჭალე-მუჟავას მაჟორიტარმა-პროფესიით პედაგოგმა მოხსნა და მას მეორე დღეა ტელეფონი გამორთული აქვს. მეტიც კავშირზე საკუთარ პარტიასთანაც არ გამოდის.

ამიტომ ჩემი ღია სოლიდარობა პროფესია პედაგოგისადმი ! ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესია მით უფრო საოკუპაციო ხაზზე! სასწრაფოდ უნდა მოხდეს განათლების, კერძოდ კი სკოლის დეპოლიტიზება სანამ კიდევ გვაქვს ავტორიტეტი მოსწავლეებს შორის!”, – წერს თამარ ბელქანია.