ჩაქვში მმართველმა გუნდმა წინასაარჩევნო პროცესებში სკოლის მოსწავლეები ჩართო

347

წინასაარჩევნო პროცესებში მმართველმა გუნდმა არასრულწლოვნები ჩართო. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.

ჩაქვში საჯარო სკოლების მოსაწავლეებს და მშობლებს  “ქართული ოცნების” კანდიდატის,  ალექსანდრე ხიდაშელის მხარდამჭერი პოსტების დაწერა დაავალეს. ჩვენი ინფორმაციით, 8-დან 12 წლამდე მოსწავლეებს გამზადებულ ტექსტს უგზავნიან, რომელსაც ბავშვები აკოპირებენ და სოციალურ ქსელში გადააქვთ.

თავად ხიდაშელი ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ ბავშვები ამას საკუთარი სურვილით აკეთებენ. ხიდაშელი საჯარო სკოლასთან არსებული ერთ-ერთი სტუდიის ხელმძღვანელია.