კახაბერ ცისკარიძე ბათუმის მერობისთვის იბრძვის

298

ქართველ მომღერალს, ოთხი წლის შემდეგ, ბათუმის მერობის სურვილი ისევ გაუჩნდა, როგორც ადრე ახლაც, კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად ხელმოწერები თავად შეაგროვა. კახაბერ ცისკარიძე ამბობს, რომ ქალაქის მერი რიგითი ადამიანი უნდა იყოს. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.

პირველი რასაც გეგმავს, ბათუმის განვითარებაა. ამბობს, რომ ქალაქი წლის ოთხივე სეზონზე ტურისტებისთვის მიმზიდველი იქნება. ფიქრობს, რომ ბათუმში მთავარი გამოწვევა კულტურა და ხელოვნებაა.

მოქალაქეებს პირადად ხვდება. ამბობს, რომ როგორც სხვა მერობის კანდიდატები თავად გრძელი დაპირებების სიით არ მოდის, თუმცა აქვს საარჩევნო პროგრამა, რომელსაც ეტაპობრივად აჟღერებს.

არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 2017 წელს მიღებულმა ხმების რაოდენობამ გაუმყარა. ფიქრობს, რომ ქალაქის მერი გახდება.