სად გაიხსნა საარჩევნო უბნები ადიგენში

401

ადიგენის მუნიციპალიტეტში 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის, N38 ოლქში 18 საარჩევნო უბანი გაიხსნა. მოსახლეობას არჩევანის გაკეთება მერობის ორ კანდიდატს შორის მოუწევს, პროპორციული და მაჟორიტარული სიები ჯამში რვა პარტიამ წარადგინა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

ნახეთ რომელი უბანი, სად მდებარეობს:

N1 საარჩევნო უბანი – ადიგენის სპორტული დარბაზი (ა. ბალახაშვილის ქ. N19)

N7 საარჩევნო უბანი – საკრებულოს შენობა (სოფელი ვარხანი)

N12 საარჩევნო უბანი – კულტურის სახლი (სოფელი უდე)

N17 საარჩევნო უბანი – ადმინისტრაციული შენობა (სოფელი დერცელი)

სკოლის შენობებში განთავსებული უბნებია

N2 საარჩევნო უბანი – დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლა (რუსთაველის ქ. N40)

N3 საარჩევნო უბანი – სოფელ არლის საჯარო სკოლა

N4 საარჩევნო უბანი – სოფელ ბენარის საჯარო სკოლა

N5 საარჩევნო უბანი – ბოლაჯურის საჯარო სკოლა

N6 საარჩევნო უბანი – სოფელ იმერთუბნის დაწყებითი სკოლა

N8 საარჩევნო უბანი – სოფელ დიდი ზანავის საჯარო სკოლა

N9 საარჩევნო უბანი – ლელოვანის საჯარო სკოლა

N10 საარჩევნო უბანი – მლაშის საჯარო სკოლა

N11 საარჩევნო უბანი – მოხის საჯარო სკოლა

N13 საარჩევნო უბანი – ფხეროს საჯარო სკოლა

N14 საარჩევნო უბანი – დიდი სმადის საჯარო სკოლა

N15 საარჩევნო უბანი – ჭეჭლის საბაზო სკოლა

N16 საარჩევნო უბანი – უდის N2 საჯარო სკოლა

N18 საარჩევნო უბანი – წახნის საჯარო სკოლა