გამყრელიძე: ჩვენი რეკომენდაცია იყო, დაჯარიმების ნაცვლად, პირბადეები დაგვერიგებინა

363

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მათი რეკომენდაცია პირბადის არტარების გამო ადამიანების არა დაჯარიმება, არამედ სამედიცინო ნიღბების დარიგება იყო.

“ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ ადამიანებს პირბადის არტარების გამო ნუ დავაჯარიმებთ და თუ შესაძლებელია, დავურიგოთ. მივაწოდოთ პირბადე ტრანსპორტში და ვუთხრათ, გაიკეთე ბატონო და იმგზავრე პირბადით. თუ დავიცავთ ამ წესებს, რა თქმა უნდა, ვირუსის გავრცელების რისკი ნაკლებია”, — თქვა გამყრელიძემ რუსთავი 2-თან.