თბილისის მერობის კანდიდატი, ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია პასუხობს კახა კალაძეს მოწოდებას და ამბობს, რომ თანხმაა ნარკოტესტი ჩააბაროს. ამაზე მელიამ TV პირველის ეთერში ისაუბრა.
“არ ჩამიბარებია, თუ რა? კალაძეს ვეტყვი – ჩავაბარებ ნარკოტესტს. მთავარი ტესტი მისთვის უნდა იყოს დემოკრატიის ტესტი. თუ უნდა ინტელექტუალური კოეფიციენტის ტესტიც ჩავატაროთ, ე.წ.IQ ტესტი”, – ამბობს მელია.
ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ნარკოტიკულ ნივთიერებაზე ანალიზი ჩააბარა. როგორც კალაძემ თქვა, ანალიზის პასუხების მიხედვით “სუფთაა” და ტესტის ჩატარებისკენ მერობის სხვა კანდიდატებსაც მოუწოდა.