“ქართულ ოცნებას” რეგიონებში ამომრჩეველი უპირისპირდება. მმართველი გუნდის ხაშურის მერობის კანდიდატის საარჩევნო შეხვედრები ერთმანეთის მიყოლებით იშლება. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
იმის მიუხედავად, რომ თენგიზ ჩიტიაშვილი სოფელ-სოფელ საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად დადის, მას ხალხი პირდაპირ ეუბნება, რომ “ოცნების” დაპირებების აღარ სჯერათ და შესაბამისად, 2 ოქტომბრის არჩევნებზე აღარ მოტყუვდებიან.
მოსახლეობა ამბობს, რომ მათი პატრონი არავინაა და მიუხედავად არაერთი დაპირებისა, მმართველი გუნდის წარმომადგენლები მაინც არაფერს აკეთებენ.