"თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო განათებების მონტაჟს განაგრძობს და ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
„აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, 17 დეკემბრის, 00:00 საათიდან, 06:00 საათამდე, პერიოდში, რუსთაველის გამზირის პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი გადაიკეტება“, -აღნიშნულია განცხადებაში.
სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!
ერეკლე კუხიანიძემ განაცხადა, რომ აგრესიული პოსტის გამო ბოდიში აქვს მოსახდელი. ყველამ დაუფიქსირეთ, რომ ეს აუცილებლად უნდა გააკეთოს. მან ამის გასაკეთებლად დრო ითხოვა და ჩვენ ეს დრო მივეცით, - ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა საკრებულოში დახურული სხდომის დასრულების შემდეგ ორშაბათს ღამით განაცხადა.
როგორც დავითულიანმა განმარტა, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს უმრავლესობის წევრები გაემიჯნენ. ამასთან, დავითულიანი...
თბილისის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ერეკლე კუხიანიძე ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ შეურაცხყოფის გამო ბოდიშს იხდის, თუმცა შესაძლო პროვოკაციის ნიშნებს არ გამორიცხავს. ამის შესახებ გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ყველამ ყველას უნდა მოვუხადოთ ბოდიში და ავხსნათ, რატომ მოხდა ეს. მე გამოვთქვამ წუხილს იმის გამო, რომ ემოციებმა ჩემზე მოახდინა ზემოქმედება და მე დავწერე ის, რაც დავწერე. მაგრამ...
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქმშენებლობის რეგულირების გენერალური გეგმის პირველი საჯარო განხილვა გაიმართა.
საჯარო განხილვაზე საპროექტო კომპანიის წარმომადგენლებმა შეკრებილებს კონცეფცია და სამუშაო ვერსია წარუდგინეს.
შემოვლითი გზები, რომელიც განტვირთავს ქალაქის ცენტრს და პერიფერიულ სივრცეებს განავითარებს, ბულვარის გაგრძელება დადიანების სასახლემდე, მიწისქვეშა პარკინგი ბულვარის თავში, მოედნის ქვეშ და ბოლოს, - ეს იმ სამუშაოების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც გენგეგმა მოიცავს. ამასთან, გენგეგმის მიხედვით, ბულვარის გაფართოება,...
ადიგენში, საპატრიარქოსა და ადგილობრივებს შორის მიწის ნაკვეთებზე დაწყებული დავა სააპელაციოში გაგძელდება. ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას 13 ოჯახი ასაჩივრებს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
დერცელისა და კიკიბოს სადავო მიწების საქმეზე, ახალციხის რაიონულ სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ადვოკატებმა სარჩელი გასულ კვირას მოამზადეს.
ისინი ახალციხის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას მოითხოვენ.
"11 დეკემბერს...
წინა სტატია
მიწისქვეშა გვირაბები, კაფე-ბარები, მარნები და მეღვინეობის ცენტრი - გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის რეაბილიტაცია 2020 წელს იგეგმება. პროექტს კომპანია „ამხანაგობა 21″ 2021 წლის გაზაფხულზე დაასრულებს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
კომპანიის დირექტორის, გია აბულაძის თქმით, პროექტს მუნიციპალური გავითარების ფონდი ახორციელებს და მისი საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 20 მილიონ ლარია.
"ველისციხეში საზოგადოებრივი პარკის, თეატრის შენობისა და დაახლოებით, 55 სახლის რეაბილიტაცია იგეგმება, რომელიც ერთი საფეხმავლო...
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ბათუმში, განათლებისა და მეცნიერების ქალაქის პროექტის ფარგლებში, კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის ფილიალისა და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულა ჩადეს.
როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში განმარტავენ, 250 მოსწავლეზე გათვლილ კომაროვის სკოლის ბათუმის ფილიალის თანამედროვე ტიპის შენობაში მოეწყობა საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო და...
წინა სტატია
იუსიციის მინისტრი თეა წულუკიანი ფიქრობს, რომ ქვეყანაში აზრის გამხატვის თავისუფლება ყველას აქვს და ამის გამო კუხიანიძემ თანამდებობა არ უნდა დატოვოს.
"ემოიური თუ პოლიტიკური განცხადებები პირველ რიგში პატიმრის ინტერესს აზიანებს, რომლის გათავისუფლებაც არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რისთვისაც პტიმრობის პირველივე საათიდან მობილიზებულია სამთავრობო უწყებები და უპრეცედენტოდ ძალისცმევა ხორციელდება, მაგრამ არც ისე შორს არ მივდივარ, რომ ვინმემ თანამდებობა უნდა დატოვოს, იმიტომ...
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურაველში სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების მქონე ხელოვნურ საფარიანი მოედანი, რომელიც საფეხბურთო ორი კარითა და კალათბურთის ორი ფარით აღიჭურვება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ამ ეტაპზე შემოღობვის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 55 ათასი ლარით ფინანსდება.
ახალციხის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და კეთილმოწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, ამ მიზნით მუნიციპალიტეტის მასშტაბით ეტაპობრივად სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული...
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 91.6 ლარით გაიზარდა და 1 217 ლარს შეადგენს.
სტატისტიკური მონაცემებით, ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში. ხოლო შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: მშენებლობა – 2 008 ლარი (წლიური ზრდა – 16.4 პროცენტი); ინფორმაცია და კომუნიკაცია – 1 958 ლარი (წლიური ზრდა...
„ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის კაბინეტიდან აბრა ჩამოხსნა, გადახაზა და „ღორი“ და „ნაძირალა“ დააწერა.
როგორც ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, ერეკლე კუხიანიძე თბილისის საკრებულოდან უნდა გააგდონ.
„ეს არის პროტესტი. ეს კაცი, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს ვაჟა გაფრინდაშვილს, მუშაობს კიდევ საკრებულოში. ამიტომ ცხადია, ეს არის მისი მოგლეჯვის სიმბოლური ფორმა. არ ეკუთვნის, რომ ეს ეკიდოს თბილისის საკრებულოში და აღარ ეკიდება. ის უნდა იყოს გაგდებული...
წინა სტატია
სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, საკრებულოს თავმჯდომარისგან მიიღო დაპირება, რომ საკრებულოს დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის საკითხზე გუნდში იმსჯელებენ.
როგორც ალეკო ელისაშვილმა თბილისის საკრებულოს შენობის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მთავარი მოთხოვნაა, რომ ერეკლე კუხიანიძემ დატოვოს საკრებულოს დეპუტატის მანდატი.
„საკრებულოში შევხვდი თავმჯდომარეს, გიორგი ტყემალაძეს. შევთანხმდით, რომ იმსჯელებენ და გადაწყვეტილებას ერეკლე კუხინიძის საკითხთან დაკავშირებით ხვალ გამოაცხადებენ. ვითხოვთ, რომ ერეკლე კუხიანიძემ დატოვოს თბილისის საკრებულო“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
განცხადება...
23 დეკემბერს ახალციხეში კონცერტი გაიმართება. 16 მეტრიანი ნაძვის ხე ქალაქის ცენტრალურ პარკში საზეიმოდ აინთება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ღონისძიება თეატრის მიმდებარედ 17:00 საათზე დაიწყება და საღამოს 20:00 საათამდე გაგრძელდება.
იხილეთ ღონისძიების პროგრამა:
17:00 - 18:30 – „ორი ჯუჯა“ - ვახტანგ ტატიშვილი და ნუგზარ კვაშალი მეგობრებთან ერთად (ზურაბ კობეშავიძე, მაკა ქაჯაია, ჯამბაზი ვოვა);
18:30 - 18:45 ნაძვის ხის ანთების საზეიმო ცერემონია, ანსამბლი „მესხეთი“,...
„არა ბათუმის ჩაბეტონებას“,- ორგანიზაცია „მწვანე მომავალი“ ბათუმის კონცხზე 5 ცათამბჯენის მშენებლობას ეწინააღმდეგება. დღეს დაფუძნებული მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ სანაპიროს მიმდებარედ მსგავსი მასშტაბის მშენებლობა დაუშვებელია. ახალგაზრდებმა მანიფესტი წაიკითხეს, რომელშიც „ბათუმის რივიერაზე“ მშენებლობის შემთხვევაში ეკოკატასტროფაზეა საუბარი. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
მოძრაობის წევრებმა რივიერას შემოღობილ ტერიტორიაზე წარწერები დატოვეს, რა დროსაც სიტყვიერი დაპირისპირება, სავარაუდოდ, კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ წარმომადგენელთან მოუხდათ, თუმცა,...
ქედის მუნიციპალიტეტი 2020 წლიდან პირველად განახორციელებს მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამას, რომელიც პირველ ეტაპზე დაბა ქედასა და დოლოგნის ადმინისტრაციულ ერთეულში 300 ათასი ლარით დაფინანსდება. პროექტი მოსახლეობის იდეების გათვალისწინებას გულისხმობს. ამის შესახებ სიუჟეტი აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გააკეთა.
სპეციალისტების განცხადებით, არსებული ბიუჯეტის მანკიერება სწორედ დაგეგმვაში მოქალაქეების აზრის გაუთვალისწინებლობაა.
თვითმმართველობის საკითხებში ექსპერტი ირაკლი მელაშვილი აცხადებს, რომ ამგვარი ტიპის პროგრამა პირველად ხორციელდება. ამ ახალი პროქტით კენჭისყრის პროცედურით მოქალაქეებმა თავად უნდა...
ახალქალაქის სერვისცენტრში არასაკმარისი მანქანების გამო, 70–მდე ნაგვის კონტეინერი წელიწადზე მეტია დასაწყობებული აქვთ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ახალქალაქის სერვისცენტრის დირექტორი, არმენ ბიჩახჩიანი ახალქალაქის მერიას, ნაგავმზიდი მანქანების შესაძენად თანხის გამოყოფას სთხოვს. მისი თქმით, სოფლებში ნაგვის ურნებს ვერ დგამენ, რადგან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გამოსატანად საკმარისი მანქანები არ ჰყავთ.
„სერვისცენტრში გვაქვს 70 ახალი ურნა. ეს კონტეინერები უნდა განთავსდეს მოასფალტებულ სოფლებში, მაგრამ ამისთვის მინიმუმ ორი მანქანა...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































