საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, 17 დეკემბერს, ღამის საათებში პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი გადაიკეტება

666

“თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო განათებების მონტაჟს განაგრძობს და ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, 17 დეკემბრის, 00:00 საათიდან, 06:00 საათამდე, პერიოდში, რუსთაველის გამზირის პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი გადაიკეტება“, -აღნიშნულია განცხადებაში.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!