მიწისქვეშა გვირაბები და მარნები – რას მოიცავს სოფელ ველისციხის რეაბილიტაციის პროექტი

4014

წინა სტატია

მიწისქვეშა გვირაბები, კაფე-ბარები, მარნები და მეღვინეობის ცენტრი –  გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის რეაბილიტაცია 2020 წელს იგეგმება. პროექტს კომპანია „ამხანაგობა 21″ 2021 წლის გაზაფხულზე დაასრულებს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

კომპანიის დირექტორის, გია აბულაძის თქმით, პროექტს მუნიციპალური გავითარების ფონდი ახორციელებს და მისი საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 20 მილიონ ლარია.

“ველისციხეში საზოგადოებრივი პარკის, თეატრის შენობისა და დაახლოებით, 55 სახლის რეაბილიტაცია იგეგმება, რომელიც ერთი საფეხმავლო ქუჩის გარშემოა. სოფელს განვითარების და ტურიზმის დიდი პოტენციალი აქვს.

სოფელში არის უნიკალური სარდაფები და მარნები, რომელთა მსგავსიც საქართველოში ძალიან ცოტაა. პროექტის სრული ვერსია 2020 წლის აპრილის ბოლოს ან მაისში იქნება მზად. საბოლოოდ კი პროექტი 2021 წლის გაზაფხულზე დასრულდება”,- აღნიშნა აბულაძემ.