ახალციხეში საახალწლო ნაძვის ხე 23 დეკემბერს აინთება და კონცერტი გაიმართება

771

23 დეკემბერს ახალციხეში კონცერტი გაიმართება. 16 მეტრიანი ნაძვის ხე ქალაქის ცენტრალურ პარკში საზეიმოდ აინთება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

ღონისძიება თეატრის მიმდებარედ 17:00 საათზე დაიწყება და საღამოს 20:00 საათამდე გაგრძელდება.

იხილეთ ღონისძიების პროგრამა:

17:00 – 18:30 – „ორი ჯუჯა“ – ვახტანგ ტატიშვილი და ნუგზარ კვაშალი მეგობრებთან ერთად (ზურაბ კობეშავიძე, მაკა ქაჯაია, ჯამბაზი ვოვა);

18:30 – 18:45 ნაძვის ხის ანთების საზეიმო ცერემონია, ანსამბლი „მესხეთი“, ფოიერვერკი;

18:45 – 20:00 კონცერტი: ნინო გველესიანი, Dudey, მარიამ ნანობაშვილი;

ღონისძიებას გაახალისებენ ზღაპრის გმირების კოსტიუმებში გამოწყობილი მსახიობები.