იუსიციის მინისტრი თეა წულუკიანი ფიქრობს, რომ ქვეყანაში აზრის გამხატვის თავისუფლება ყველას აქვს და ამის გამო კუხიანიძემ თანამდებობა არ უნდა დატოვოს.
“ემოიური თუ პოლიტიკური განცხადებები პირველ რიგში პატიმრის ინტერესს აზიანებს, რომლის გათავისუფლებაც არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რისთვისაც პტიმრობის პირველივე საათიდან მობილიზებულია სამთავრობო უწყებები და უპრეცედენტოდ ძალისცმევა ხორციელდება, მაგრამ არც ისე შორს არ მივდივარ, რომ ვინმემ თანამდებობა უნდა დატოვოს, იმიტომ რომ ყველას გვაქვს იმის უფლება, რომ გამოვხატპთ აზრი, თუნდაც ეს იყოს შოკისმომგვრელი სიტყვებით”, – განაცხადა წულუკიანმა.
ერეკლე კუხიანიძემ საზოგადოების ყურადღება 14 დეკემბერს გამოქვეყნებული Facebook პოსტით მიიპყრო. საკრებულოს წევრმა ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს “პროვოკატორები”, “იდიოტები” უწოდა და აგინა.
“დატოვოს საკრებულო სამარცხვინო კუხიანიძემ”, – ამ მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტებმა თბილისის საკრებულოსთან აქცია გამართეს.