ზუგდიდის ქალაქმშენებლობის რეგულირების გენერალური გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა

859

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქმშენებლობის რეგულირების გენერალური გეგმის პირველი საჯარო განხილვა გაიმართა.

საჯარო განხილვაზე საპროექტო კომპანიის წარმომადგენლებმა შეკრებილებს კონცეფცია და სამუშაო ვერსია წარუდგინეს.

შემოვლითი გზები, რომელიც განტვირთავს ქალაქის ცენტრს და პერიფერიულ სივრცეებს განავითარებს, ბულვარის გაგრძელება დადიანების სასახლემდე, მიწისქვეშა პარკინგი ბულვარის თავში, მოედნის ქვეშ და ბოლოს, – ეს იმ სამუშაოების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც გენგეგმა მოიცავს. ამასთან, გენგეგმის მიხედვით, ბულვარის გაფართოება, ან პირიქით, კომერციული სივრცეების ველობილიკებით და კაფე-ბარებით გაფართოება იგეგმება.

შეხვედრის მმდინარეობისას რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა განაცხადა, რომ გენერალურ გეგმას ადგილობრივი ხელისუფლება დაამტკიცებს. ამასთან, მისივე განმარტებით, აქტიურად თანამშრომლობენ აზიის განვითარების ბანკთანაც, რათა მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის სხვადასხვა აუცილებელი პროექტი განახორციელდეს.

ზუგდიდის მერის, გიორგი შენგელიას თქმით, 2020 წლისთვის უნდა მიიღონ მოქალაქეთა ინტერესებს მორგებული გენგეგმა, რითაც შემდგომში განაშენიანების პროცესში იხელმძღვანელებენ.

გენგეგმის საბოლოო დოკუმენტის მოსამზადებლად საპროექტო ჯგუფს კიდევ რამდენიმე თვე რჩება.

ზუგდიდის ქალაქმშენებლობის რეგულირების გენერალური გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა.

ზუგდიდის ქალაქმშენებლობის რეგულირების გენერალური გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა.საჯარო განხილვას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, საპროექტო გუნდის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, არქიტექტორები და დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.

Posted by ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია /City Hall of Zugdidi Municipality on ორშაბათი, 16 დეკემბერი, 2019