ბათუმში მთავარი ნაძვის ხის აწყობა თითქმის დასრულებულია. უახლოეს დღეებში კი მის მორთვას დაიწყებენ. მათ შორის ახალი აქსესუარებით. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.  წელსაც მთავარი ნაძვის ხე ტრადიციულად 25 დეკემბერს საზეიმოდ აინთება, თუმცა არატრადიციულ ადგილზე. წელს საზეიმო ვითარება ევროპის მოედნის ნაცვლად ბულვარის მთავარ შესასვლელთან იქმნება. მთავარი საახალწლო კონცერტიც ბულვარში გაიმართება. საახალწლო მორთულობისა და ღონისძიებებისთვის ბათუმისა და აჭარის ბიუჯეტიდან, წელს 1,5 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. ამასთან 325 ათასი...
რა ბედი ელის 25-მდე მოვაჭრეს ქობულეთში? ეს საკითხი ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, რადგან ტერიტორიას სადაც ისინი წლებია ვაჭრობენ აჭარის მთავრობა ყიდის. საუბარია ქობულეთის რკინიგზის სადგურთან არსებულ 19 შენობაზე. ამის შესახებ სიუჟეტი აჭარის მაუწყებელმა მოამზადა. მედიის თქმით, ფაქტია, რომ მოვაჭრეებთან მოლაპარაკება მთავრობას აუქციონის პირობებში არ ჩაუწერია. არადა ქონების მომავალმა მესაკუთრემ აქ სწორედ სავაჭრო ცენტრი უნდა ააშენოს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ მოვაჭრეებს...
ხევსურეთში, სოფელ ხონეში მეორე დღეა ხანძარია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ალპურ ზონაში ცეცხლი ბალახს უკიდია და არის დაკვამლიანება. „ხანძარი დასახლებულ პუნქტთან ახლოს არაა. ახლოს არც ტყეა. ადგილზე ვართ და ვმუშაობთ. მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები,“ - აცხადებენ უწყებაში. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულნი არიან მეხანძრე-მაშველები, სატყეო რეინჯერები, სასაზღვრო უწყების წარმომადგენლები და ადგილობრივები.
ბაკურიანსა და გუდაურში 10-15 დეკემბერს დაანონსებული სეზონის გახსნა,  თბილი ამინდების გამო,სავარაუდოდ, ერთი კვირით  გადაიდო. ამჟამად, მთის კურორტები ტურისტებს ვერ იღებენ. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური გათოვლიანების სისტემა ჩართულია, თბილი ამინდის გამო სათხილამურო  ტრასა არ იყინება.  ზამთრის კურორტი ბუნებრივი თოვლის იმედადაა დარჩენილი. ამის შესახებ კომერსანტი წერს.  მიუხედავად იმისა, რომ მთის კურორტი ინფრასტრუქტურულად მზადაა დამსვენებლებს უმასპინძლოს, სეზონის გახსნა კიდევ ერთი კვირით გადაიწევს. თუმცა,...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ქუთაისში ადვოკატები ვაჟა გაფრინდაშვილის სოლიდარობის მიზნით გაერთიანდნენ. უფლებადამცველები ცენტრალურ ბულვარში შეიკრიბნენ და ექიმის უკანონო დაკავება გააპროტესტეს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. მათ ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს. "ადვოკატის და ექიმის პროფესიას ერთი საერთო აქვს, ჰუმანური პრინციპების დაცვა. ექიმი ომშიც ხელშეუხებელია და ამიტომ ვაჟა გაფრინდაშვილი არის უკანონო პატიმარი. მას საზღვარი არ გადაუკვეთავს და მოითხოვენ, ე.წ. საზღვრის გადაკვეთის აღიარებას. ამის აღიარება ოკუპირებული ტერიტორიის...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება მთავრობის პროექტის – „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, 88 განმეორებითი აუქციონი გამოცხადდა. საუბარია ობიექტებზე, რომლებსაც ამ ეტაპზე, მყიდველი არ გამოუჩნდა. განმეორებითი აუქციონებზე განაცხადების მიღება 8 იანვარს დასრულდება. საპრივატიზებო ობიექტები ბიზნესს მთავრობამ 29 ნოემბერს შესთავაზა. მას შემდეგ 26 ობიექტი გაიყიდა და სახელმწიფომ დაახლოებით 41 მილიონი ლარის მობილიზება შეძლო. გაყიდულ ობიექტებს შორის არის მესტიაში, პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენცია  -7.51 მილიონი ლარი, ბახმაროში მდებარე მიწის...
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, წინასაახალწლოდ, ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლს საქართველოს მასშტაბით, 24 საათიან რეჟიმში განახორციელებს. გარესმოდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, კონტროლი განსაკუთრებით იმ რეგიონებში განხორციელდება, სადაც წიწვოვანი ტყეები მდებარეობს. „წიწვოვანების კანონიერად მოსაპოვებლად, რამდენიმე გზა არსებობს. წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერად მოპოვება და რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მოპოვებულია სანერგეებში (მათ შორის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „ველური ბუნების სააგენტოს“ სანერგეში),...
წინა სტატია თბილისის საკრებულოს წევრის ერეკლე კუხიანიძის განცხადებით, მანდატის დატოვებას არ აპირებს და საკრებულოში მუშაობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით განაგრძობს. „ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, აპირებს თუ არა კვლავ საოკუპაციო ხაზთან ჩასვლას, კუხიანიძემ განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა „სიტუაცია განიმუხტოს“. „არ ვაპირებ მანდატის დატოვებას. დიახ, საკრებულოში მუშაობას როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი ისე გავაგრძელებ. ვეთანხმები თუ არ ვეთანხმები, ეს მათი გადაწყვეტილებაა და მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც მიაჩნიათ სწორად....
2020 წელს მგზავრთა გადაყვანის მიზნით სატრანსპორტო საშუალების მომსახურეობის შესყიდვისათვის მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. ტენდერის მიხედვით, მასში გამარჯვებულმა კომპანიამ 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, მარნეულის მერიის მოთხოვნის საფუძველზე, უნდა განახორციელოს მგზავრთა გადაყვანა საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე. მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა განახორციელოს, ტენდერში არის დათქმა, რომ სატრანსპორტო საშუალებამ მარნეულის მერიის მოთხოვნის...
video
საგარეჯოში გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ავტომობილის ავარიაში მოყოლის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა 14 დეკემბერს მოხდა, როდესაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, არჩილ ხანდამაშვილი და პრესსამსახურის თანამშრომლები თბილისში ,,ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ...
ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება 176 000 ცალ კვერცხს ყიდულობს. სატენდერო პირობების თანახმად, გამარჯვებულმა ბათუმში მოქმედი 34 საჯარო ბაღი შინაური ქათმის კვერცხით უნდა მოამარაგოს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.  ყოველი მიწოდებული პარტიის კვერცხი უნდა იყოს დაზიანების გარეშე, ნაჭუჭი სუფთა, გლუვი, ხორკლების გარეშე, სათანადოდ მარკირებული, სუნისა და ლაქების გარეშე. პროდუქციის სიძველე არ უნდა აღემატებოდეს 3 დღეს. საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად კვირაში ერთჯერ. გამარჯვებულმა ბაღებისთვის...
წინა სტატია ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მწუხარებას გამოთქვამენ 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. „უდიდეს მწუხარებასა და სევდას ვგრძნობთ ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო. შეუძლებელია ამ უმძიმეს წუთებში ნუგეშის სიტყვების გამოძებნა. პირველ რიგში გვსურს მივუსამძიმროთ ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს ამ საშინელი ტრაგედიის გამო. ამ ამბავმა მთელი საქართველო შეძრა. ეს არ გახლავთ პირველი შემთხვევა და არც ბოლო იქნება მანამ, სანამ ქვეყანაში სისტემურ...
მარნეულში, რუსთაველის ჩიხში მდებარე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობა დასრულდა. როგორც რადიო „მარნეულს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნული ცენტრის განხსნა, სავარაუდოდ, ახალწლამდე მოხდება. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.  გარდა ქალაქ მარნეულისა, მსგავსი ცენტრები მარნეულის სამ სოფელში - სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში, შაუმიანსა და ქუთლიარში შენდება, რომლებიც შედარებით გვიან გაიხსნება. მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მშენებლობისათვის...
წინამდებარე ანგარიშის  ამოცანაა  საქართველოს ხუთი მუნიციპალიტეტის მაგალითზე  შევაფასოთ შშმ პირთა და მათი წარმომადგენლების ჩართულობა ადგილობრივი ბიუჯეტისა და პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებაში. ასევე, გამოვავლინოთ შშმ პირებთან დაკავშირებული ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებისა და პროგრამების  ხარვეზები, მათი გაუმჯობესების შესაძლებლობები და შევთავაზოთ კონკრეტული რეკომენდაციები, - ნათქვამია ღია საზოგადოების ფონდის მიერ მომზადებულ კვლევაში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ. "ბუნებრივია, ცენტრალურ დონეზე და ზოგადად ქვეყანაში არსებულ კონტექსტს მნიშვნელოვანი გავლენა...
ხარაგაულისა და  სამტრედიის მუნიციპალიტეტებში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა დაიწყო. ხარაგაულის სოფელ ვერტყვიჭალაში  არსებული საბავშვო ბაღი მოზარდთა კონტიგენტს ვეღარ იტევს, გარდა ამისა, შენობაც ავარიულია. ახალი შენობა 50 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი.  მოზარდები კი დროებით ალტერნატიულ ფართში იქნებიან გადაყვანილი. 50 მოზარდი შეძლებს სწავლას სამტრედიის სოფელ ნაბაკევის ახალ საბავშვო ბაღშიც. ორივე რაიონში სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა 2020 წელს უნდა დასრულდეს.
წინა სტატია თბილისის საკრებულოს წევრი ერეკლე კუხიანიძე, რომელსაც ცხინვალში დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის გინების გამო საკრებულოს უმრავლესობის დატოვება მოუწია, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ საკორინთლოში ჩავიდა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გუშინ სცადა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა, თუმცა უშედეგოდ. მისი მტკიცებით, ტყეში დაიკარგა და იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო. კუხიანიძის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა დღესაც სცადა, მაგრამ ამჯერად ამის უფლება სამართალდამცველებმა და უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა არ მისცეს. "გუშინ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ