საგარეჯოში გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ავტომობილის ავარიაში მოყოლის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა 14 დეკემბერს მოხდა, როდესაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, არჩილ ხანდამაშვილი და პრესსამსახურის თანამშრომლები თბილისში ,,ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე მიდიოდნენ. მანქანაში მსხდომი მერიის თანამშრომლები მსუბუქად დაშავდნენ.