„100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, 88 განმეორებითი აუქციონი გამოცხადდა

902

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

მთავრობის პროექტის – „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, 88 განმეორებითი აუქციონი გამოცხადდა.

საუბარია ობიექტებზე, რომლებსაც ამ ეტაპზე, მყიდველი არ გამოუჩნდა. განმეორებითი აუქციონებზე განაცხადების მიღება 8 იანვარს დასრულდება.

საპრივატიზებო ობიექტები ბიზნესს მთავრობამ 29 ნოემბერს შესთავაზა. მას შემდეგ 26 ობიექტი გაიყიდა და სახელმწიფომ დაახლოებით 41 მილიონი ლარის მობილიზება შეძლო.

გაყიდულ ობიექტებს შორის არის მესტიაში, პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენცია  -7.51 მილიონი ლარი, ბახმაროში მდებარე მიწის ნაკვეთები და შენობა-ნაგებობები – 2 538 000 ლარი, თბილისში, ხოშარაულის ქუჩაზე არსებული მიწის ნაკვეთები და შენობა-ნაგებობები – 10 005 000 ლარი.

ქონების ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ საპრივატიზებო სიას ეტაპობრივად ახალი ობიექტებიც დაემატება.