ქალაქ მარნეულში მდებარე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი, სავარაუდოდ, ახალ წლამდე გაიხსნება

566

მარნეულში, რუსთაველის ჩიხში მდებარე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობა დასრულდა. როგორც რადიო „მარნეულს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნული ცენტრის განხსნა, სავარაუდოდ, ახალწლამდე მოხდება. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. 

გარდა ქალაქ მარნეულისა, მსგავსი ცენტრები მარნეულის სამ სოფელში – სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში, შაუმიანსა და ქუთლიარში შენდება, რომლებიც შედარებით გვიან გაიხსნება.

მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მშენებლობისათვის მერიამ 152 000 ლარიანი ტენდერი 2017 წლის სექტემბერში გამოაცხადა, გამარჯვებულ კომპანიას, თითქმის ორი წელი ერთსართულიანი შენობის ასაშენებლად დასჭირდა.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს მარნეულში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მუნიციპალიტეტთან ერთად ახორციელებს. თანხის 95%-ს სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს, ხოლო 5%-ს ადგილობრივი თვითმმართველობა.