ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება 176 000 ცალ კვერცხს ყიდულობს. სატენდერო პირობების თანახმად, გამარჯვებულმა ბათუმში მოქმედი 34 საჯარო ბაღი შინაური ქათმის კვერცხით უნდა მოამარაგოს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ყოველი მიწოდებული პარტიის კვერცხი უნდა იყოს დაზიანების გარეშე, ნაჭუჭი სუფთა, გლუვი, ხორკლების გარეშე, სათანადოდ მარკირებული, სუნისა და ლაქების გარეშე. პროდუქციის სიძველე არ უნდა აღემატებოდეს 3 დღეს.
საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად კვირაში ერთჯერ.
გამარჯვებულმა ბაღებისთვის საქონლის მიწოდება 2020 წლის 10 იანვრიდან – 2020 წლის 31 დეკემბრამდე უნდა განახორციელოს.
სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
პრეტენდენტი, რომელიც ყველა ზემოთხსენებულ პირობას დააკმაყოფილებს ბაღების გაერთიანება მას 52 800 ლარს გადაუხდის.