ხევსურეთში, სოფელ ხონეში მეორე დღეა ხანძარია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ალპურ ზონაში ცეცხლი ბალახს უკიდია და არის დაკვამლიანება.
„ხანძარი დასახლებულ პუნქტთან ახლოს არაა. ახლოს არც ტყეა. ადგილზე ვართ და ვმუშაობთ. მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები,“ – აცხადებენ უწყებაში.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულნი არიან მეხანძრე-მაშველები, სატყეო რეინჯერები, სასაზღვრო უწყების წარმომადგენლები და ადგილობრივები.