შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ 100 პაციენტზე გათვლილი საველე ჰოსპიტალი მოეწყო. საგანგებობო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საველე ჰოსპიტალის შიდა და გარე ინფრასტრუქტურა ტექნიკურად სრულად არის აღჭურვილი. „ამასთან, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებით მოეწყო ტრიაჟის კარავი, სადაც საჭიროების შემთხვევაში მოხდება პაციენტების მდგომარეობის შეფასება, ასევე გამართულია ბოქსირებული და სტანდარტული პროცედურების შესაბამისი კარვები. ადგილზე მოეწყო სპეციალური სივრცე, სადაც ინტენსიურად მოხდება იმ პერსონალის დეზინფექცია, ვისაც შეხება...
მარნეულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ-ჯერობით მიღებული არაა. აღნიშნული განცხადება რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე გამოცხადებული ყველა ტენდერი კვლავ ნარჩუნდება, მაგრამ სატენდერო კომისია შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეკრებას ვერ ახერხებს. „რეგიონული ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან გავდივართ კონსულტაციებს და გვეცოდინება ზუსტად რა რეჟიმზე გადავალთ ამ მიმართულებით,“ - განაცხადა ზაურ დარგალმა. მარნეულის მერმა განაცხადა, რომ...
9 სასურსათო პროდუქტზე ფასების ზრდის დაზღვევისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. კერძოდ, მთავრობის დადგენილებით, „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამის“ დაფინანსებისათვის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის ბიუჯეტის ასიგნებებიდან 10 000 000 ლარი გამოიყოფა. რაც შეეხება უშუალოდ პროგრამას, აღნიშული თანხა არის სუბსიდია, რომლითაც სახელმწიფო კონკრეტულ სასურსათო პროდუქტებზე სავალუტო კურსის ცვალებადობით გამოწვეული ფასის ზრდას დააზღვევს. პროგრამა ითვალისწინებს...
მარნეულის მერია დღეს, 24 მარტს, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად გაჭირვებულ 100 ოჯახს პირველადი მოხმარების პროდუქტებს გადასცემს. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერმა განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტში მოსახლეობის დახმარების პროგრამა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. „100 ოჯახით ვიწყებთ, თუმცა რაოდენობას გავზრდით და ყოველდღიურად უფრო მეტ ოჯახში შევალთ. სურსათია: ზეთი, ფქვილი, შაქარი, კარაქი, პური, ბრინჯი, წიწიბურა და ა.შ.“, - ამბობს ზაურ დარგალი. მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, რომ...
თბილისის მერის განცხადებით, ახალი კორონავირუსის ბრძოლის პრევენციისათვის, თბილისში დღეს ღამე დაიწყება იმ ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები, სადაც არის გაჩერებები და მეტროს შესასვლელები. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც მერია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს. დედაქალაქის მერის განმარტებით, სადეზინფექციო სამუშაოების პროექტი თბილისში რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. „ამის შემდეგ უკვე ინდივიდუალურად დავიწყებთ უშუალოდ მხოლოდ და მხოლოდ გაჩერებების, მეტროს ჩასასვლელების სადეზინფექციო...
კოვიდ-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესაბამისად დმანისის მუნიციპალიტეტის მერის – გიორგი ტატუაშვილის გადაწყვეტილებით: 1. დიალიზის საჭიროების მქონე პირებს, რომლებიც ცხოვრობენ დმანისის მუნიციპალიტეტში და სამედიცინო მომსახურებას იღებენ დმანისის მუნიციპალიტეტის გარეთ, გამოეყოთ სპეციალურად თანხები, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი შეუფერხებელი გადაადგილება სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით. 2. შემქმნილი სიტუაციიდან გამომდინარე დმანისის მუნიციპალიტეტის სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საავადმყოფოს ექიმებისათვის სპეციალურად გამოიყო სატრანსპორტო რესურსი, რათა 24 საათიან რეჟიმში უზრუნველყოფილი...
2020 წლის აპრილიდან კასპის მუნიციპალიტეტში სოფელ ბარნაბიანთკართან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაიწყება. ამის შესახებ გადაწყვეტილება მერიამ 2020 წლის 20 მარტს მიიღო. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.  დაახლოებით 2 კმ-იანი გზის მოასფალტება 2 ეტაპად განხორციელდება. მიმდინარე წელს დაიხარჯება 608 079 ლარი, ხოლო 2021 წელს - 781 820 ლარი. მერიის ადმინისტრაციის ცნობით, ახალი გზის დაგება მოიცავს მონაკვეთს 9 აპრილის წყაროსა და მეტეხის გზას შორის.
კორონავირუსით გამოწვეულმა კარანტინმა და სოციალურმა დისტანციის პერიოდმა, რომელმაც მსოფლიოს ათასობით ქალაქი მოიცვა, ქუჩები ადამიანებისგან დააცარიელა, ცხოველებს კი ველური ბუნებიდან პირდაპირ ქალაქის ქუჩებში გადანაცვლება აიძულა. The guardian-ის ინფორმაციით, იაპონიის ერთ-ერთ ქალაქ ნარაში ირმები ქუჩებსა და მეტროს სადგურებზე სეირნობდნენ, ხოლო კალიფორნიაში ველური ინდაურები, პანამის სან ფილიპეს დაცარიელებულ სანაპიროზე კი ენოტები გადაადგილდებოდნენ. მასაჩუსეტსის ამჰერსტის უნივერსიტეტის ეკოლოგის, პეიკ უორნის თქმით, კარანტინმა, შესაძლოა, ველურ ბუნებაზე ზეგავლენა...
გორის საკრებულოს ვიცე-თავმჯდომარე კობა ბერიანიძე 1000 პურს სოციალური დაუცველებისთვის შეისყიდის. ამის შესახებ მან შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა. მისი თქმით, იმ ადამიანებს, რომლებსაც დახმარება ჭირდებათ, შეუძლიათ პური მათთვის სასურველ საცხობში შეიძინონ: "თუ არსებობს ისეთი ადამიანი, რომლის შესახებ ჩვენ არ ვიცით, შეუძლიათ მომმართონ და ჩემი სახსრებით დავეხმარები," - ამბობს კობა ბერიანიძე. მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ შემდეგ ნომერზე: 595 32 35 58 კობა ბერიანიძემ ეს გადაწყვეტილება...
კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უწყების სტრუქტურულ დაქვემდებარებაში არსებულ ყველა მუზეუმსა და მუზეუმ-ნაკრძალში ვიზიტორების მიღება შეწყვიტა. საქართველოში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სხვა ტურისტულ ობიექტებთან ერთად, მუშაობა შეწყვიტა უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალმა. დაწესებულების ხელძღვანელის, ბადრი გასპაროვის თქმით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ძეგლის მონახულების სურვილს მხოლოდ ერთეული ვიზიტორები გამოთქვამდნენ. „ბუნებრივია, კორონავირუსით დაინფიცირების საშიშროების გამო, დამთვალიერებელთა კრიზისი ჩვენთანაც შეიმჩნეოდა. ბოლო პერიოდში, რამდენიმე ადგილობრივ...
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ იორმუღანლოს თემში საინფორმაციო კამპანია დაიწყო. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ კორონავირუსის პრევენციისთვის და მოსახლეობის ინფორმირებისთვის, აზერბაიჯანულ ენაზე დაიბეჭდა სპეციალური ფლაერები, რომელიც მოსახლეპბის თავშეყრის ადგილებზე გაიკრა და უბნებში დარიგდა. "საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელთან და კრიზისების მართვის ჯგუფის წევრებთან ერთად, ვირუსის თავიდან აცილებისა და პრევენციის მიზნით, აზერბაიჯანულ სოფლებში მცხოვრებ...
video
გურჯაანი-თბილისის მიმართულებით კერძო ტაქსებით მგზავრობა აიკრძალა. დაიხურება საკვირაო ბაზრობებიც. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.  ზედამხედველობის სამსახურის უფროსის განმარტებით, შეზღუდვა, ჯერჯერობით, არ ეხება იმ კერძო ტაქსებს, რომლებიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადაადგილდებიან. საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. საქართველოს მასშტაბით, იკრძალება ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით, მათ შორის მატარებლით მგზავრობა. ცნობისათვის, საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ 22 მარტს, გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარნეულსა...
სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, სადეზინფექციო სამუშაობისთვის 20 ტრაქტორი და 40 ერთეული პიკაპი იქნება გამოყენებული. მისი თქმით, სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ტარდება საზღვრებზე და ხდება ტვირთების დამუშვება, დეზინფექცია ჩატარდება ასევე ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, ხოლო ღამის 12 საათის შემდეგ დეზინფეცია უკვე თბილისში დაიწყება. მისივე თქმით, თავდაპირველად მოხდება მასიური დეზინფექცია, რომელიც ჩაუტარდება კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, როგორიცაა მეტროს მიმდენარე ტერიტორია, ავტობუსის გაჩერებები და ა.შ. „დღეს ჩვენი სამინისტროს...
„შევთანხმდით, რომ ამ ეტაპზე მოქალაქეებს ტექინსპექტირების დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმები არ დაეკისრებათ და ისინი გადავადებულია. ამასთან, ეს წესი იმოქმედებს მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე. მინისტრის ინფორმაციით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება გრძელდება და მასთან დაკავშირებული მომსახურება საგანგებო პირობებით შეზღუდული ეკონომიკური საქმიანობის ნუსხაში არ შედის. ნათია თურნავას თქმით, აღნიშნული მომსახურება...
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მასშტაბით დაწყებული ყველა პროექტი დაანონსებული ვადების ფარგლებში გაგრძელდება. როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, დედაქალაქის მერიისთვის მნიშვნელოვანია, რომ არცერთი პროექტი არ შეფერხდეს. „ამ ეტაზე ყველა პროექტი, რომელიც დედაქალაქის მასშტაბითაა, როგორც მსხვილი, ასევე გამგეობების დონზე დაწყებული, უწყებ რეჟიმში მიმდინარეობს. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტების შეჩერება, შეფერხება არ მოხდეს და ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდეს სამუშაოები“, - განაცხადა კალაძემ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსთან მაკა მამარდაშვილთან და მოხალისეებთან ერთად ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე კორონავირუსთან დაკავშირებით დაბეჭდილი საინფორმაციო ფლაერები დაარიგეს. მათ მოსახლეობას ვირუსის პრევენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. როგორც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ორენოვან ფლაერებსა და პლაკატებზე კორონავირუსის გადაცემის გზებსა და თვითიზოლაციის წესების შესახებ ყველა საჭირო ინფრომაციაა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ