თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მასშტაბით დაწყებული ყველა პროექტი დაანონსებული ვადების ფარგლებში გაგრძელდება.
როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, დედაქალაქის მერიისთვის მნიშვნელოვანია, რომ არცერთი პროექტი არ შეფერხდეს.
„ამ ეტაზე ყველა პროექტი, რომელიც დედაქალაქის მასშტაბითაა, როგორც მსხვილი, ასევე გამგეობების დონზე დაწყებული, უწყებ რეჟიმში მიმდინარეობს. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტების შეჩერება, შეფერხება არ მოხდეს და ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდეს სამუშაოები“, – განაცხადა კალაძემ.