კასპში, სოფელ ბარნაბიანთკარში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია აპრილში დაიწყება

401

2020 წლის აპრილიდან კასპის მუნიციპალიტეტში სოფელ ბარნაბიანთკართან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაიწყება. ამის შესახებ გადაწყვეტილება მერიამ 2020 წლის 20 მარტს მიიღო. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. 

დაახლოებით 2 კმ-იანი გზის მოასფალტება 2 ეტაპად განხორციელდება. მიმდინარე წელს დაიხარჯება 608 079 ლარი, ხოლო 2021 წელს – 781 820 ლარი.

მერიის ადმინისტრაციის ცნობით, ახალი გზის დაგება მოიცავს მონაკვეთს 9 აპრილის წყაროსა და მეტეხის გზას შორის.