წინა სტატია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გორის ოფისში პირბადეებს, სადეზინფექციო ხსნარებს და ხელთათმანებს უფასოდ არიგებენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. ენმ-ის საქართველოს პარლამენტის წევრი ბადრი ბასიშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული ღონისძიება მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში დაწყებული აქციის გაგრძელებაა. "გორის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გარსევანიშვილის N1, დაიწყო სამედიცინო პირბადეების, ანტიბაქტერიული ხსნარის და ხელთათმანების დარიგება. აღნიშნული ღონისძიება გაგრძელებაა მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში დაწყებული აქციის....
მარნეულსა და ბოლნისში კარანტინის გამოცხადების შემდე, მარნეულის სოფელ სადახლოში ნაგვის ურნები სავსეა სადახლოს მცხოვრებლების თქმით, აქამდე მათთან ნაგავმზიდი მანქანა მიდიდოდა და ყოვლედღე გაჰქონდათ ნარჩენები, თუმცა რამდენიმე დღეა მათთან არავინ გამოჩენილა. სადახლოში 7 000 ათასზე მეტი მოსახლე ცხოვრობს, სანაგვე კონტეინერები აქა-იქ თუ დგას. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის რადიო ავრცელებს.  „კორონავირუსი ცხოვრების წესზე, ძირითადად კი ადმაიენბის ფსიქოლოგიაზე დიდ გავლენას ახდენს. თითქოს ცხოვრება...
საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 8 კმ-იანი (კმ6-კმ14) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი გურიის რეგიონში მდებარეობს. „საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზა მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა, ამ გზით ხორციელდება ქვეყანაში შემოსული ძირითადი სატრანზიტო გადაზიდვები, შესაბამისად ამ მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სარეაბილიტაციო მონაკვეთზე, გზის საფარი დაზინებული იყო და სასწრაფოდ საჭიროებდა სრულ რეაბილიტაციას. რეაბილიტაციის პროექტით, გათვალისწინებულია,...
საქართველოში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი შემცირებულია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელის, ნოე მეგრელიშვილის განცხადებით, ჰაერში დამაბინძურებლების ზღვრული მნიშვნელობების გადაჭარბება 15 მარტიდან არ დაფიქსირებულა. სპეციალისტები აღნიშნულს მთავრობის მიერ ბოლო კვირებში მიღებულ გადაწყვეტილებებს, მათ შორის ფრენების აკრძალვას, ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვას, ასევე ქალაქებში ავტომანქანების შემცირებულ რაოდენობას უკავშირებენ. როგორც ნოე მეგრელიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ყველაზე მკვეთრად ჰაერში აზოტისოჟანგის შემცვლელობაა შემცირებული. ნოე მეგრელიშვილის თქმით, ქვეყნის...
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში პრევენციის მიზნით საინფორმაციო კამპანია დაიწყო. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. აქციის ფარგლებში თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას აზერბაიჯანულ ენაზე დაბეჭდილი საინფორმაციო მასალა დაურიგეს. მათ ასევე ადგილობრივებს Covid-19-ის გავრცელების საშიშროების გამო დაწესებული შეზღუდვების დაცვისა...
წინა სტატია შემდეგი სტატია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი, ენზელ მკოიანი, რომლის სახლთანაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლეს, ახალციხეში დაკითხვაზე იმყოფება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.  სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში, დეპუტატი დღეს, 26 მარტს დაიბარეს. ენზელ მკოიანს სამმართველოს შენობაში ორ საათზე მეტია რაც კითხავენ. 26 მარტს, 15:30 საათზე ახალქალაქში, ენზელ მკოიანის სახლის წინ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლეს. შსს-მ საქმეზე ძიება ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო. რაც სისხლის...
ქვეყანაში კორონავირუსთან არსებული ვითარების მიუხედავად, აჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს. ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები, აქტიურ ფაზაშია ე.წ „ოცნების ქალაქის" მშენებლობა. ამ ეტაპზე სამშენებლო ტერიტორიაზე საცხოვრებელი ბინების საძირკვლის არმირება ხორციელდება. სამუშაოებში დაახლოებით 70 ადამიანია დასაქმებული. ე.წ "ოცნების ქალაქის" მშენებლობის პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ჯაბა ფუტკარაძესთან ერთად გაეცნო. თორნიკე რიჟვაძე პროექტის მიმდინარეობით და პანდემიის ფონზე დასაქმებულთა უსაფრთხოების საკითხით...
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის გოჩა კურდღელიას ინიციატივითა და ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას ფინანსური მხარდაჭერით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში არსებული სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების აღსაზრდელთა ოჯახებს საკვები პროდუქტები გადაეცათ. ფოთის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ფოთის 15-ივე საბავშვო ბაღში სასურსათო პაკეტები დარიგდა. 1904 აღსაზრდელთათვის განკუთვნილი საკვები პროდუქტი მათ ოჯახებზე გაიცა. სურსათის დარიგებას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, სამეგრელო-ზემო სვანეთის...
დუშეთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით შექმნილი მოხალისეთა ჯგუფები ადგილობრივ მცხოვრებლებს აქტიურად უწევენ დახმარებას. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადმინისტრაციული ცენტრიდან მოშორებით მდებარე სოფლებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ასაკოვან ადამიანებთან და შშმ პირებთან მოხალისეთა ჯგუფებს პირველადი საჭიროების საკვები და მედიკამენტები მიაქვთ, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობისას, ტრანსპორტით გადაყავთ უახლოეს სამედიცინო პუნქტში. მოხალისეთა ჯგუფები ასევე ჩართულნი არიან საინფორმაციო კამპანიაში, რომლის ფარგლებშიც, ისინი მოქალაქეებს აწვდიან რეკომენდაციებს აღნიშნულ სიტუაციაში...
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება. "მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ყველა დაწყებული პროექტის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები, სოფელ ქვიტირში, ჭეიშვილების უბანში რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება 1კმ 600მ. გზის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის ღირებულება 530 636 ლარია, აღნიშნული გზის გაკეთებას წლების განმავლობაში ითხოვდა ადგილობრივი მოსახლეობა, პარალელურად ამავე სოფელში ბეტონის გზები კეთდება N12 და N14 ქუჩებზე, ქალაქ წყალტუბოში გოგებაშვილის...
ახალციხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად გრძელდება. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ამ დროისთვის, სოფელ ანდრიაწმინდაში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, სადაც 1200 მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი იგება. მათივე ინფორმაციით, პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. „აღსანიშნავია, რომ სოფელი ანდრიაწმინდა მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფელია, სადაც, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდსა და უამინდობისას მოსახლეობას გადაადგილება უჭირს. სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივები კეთილმოწყობილი გზით...
წინა სტატია საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო, საპატრულო პოლიციამ „ახალი ლიდერების ინიციატივა“ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე 15 000 ლარით დააჯარიმა, რის შემდეგაც ოქმი ორგანიზაციის დირექტორს, კრისტინა მარია კოდი პუშოუს ჩაბარდა. ამის შესახებ ინტერპრესნიუსი წერს. შს სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში საჯარო სივრცეში 10...
ხონის მუნიციპალიტეტში 70 წელს გადაცილებული მარტოხელა მოქალაქეებისთვის საკვები პროდუქტის დარიგება დაიწყო. აკად. ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა გოჩა ბაკურაძემ, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირსა და პატარა ჯიხაიშში მცხოვრებ მარტოხელა მოხუცებს თავისი ინიციატივითა და საკუთარი სახსრებით დახმარება გაუწია. ხონის მერიის ცნობით, მან თითოეულ ოჯახს 160 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების საკვები პროდუქტი ხონის მუნიციპალიტეტის მერთან ლადო ჯურხაძესთან ერთად პირადად მიუტანა და...
აჭარაში მარაგების კუთხით კარგი მდგომარეობაა, – ამის შესახებ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე აცხადებს. ტიტე აროშიძის ინფორმაციით, მთავრობის შედგენილ ჩამონათვალში მითითებული ცხრა დასახელების პროდუქტიდან სამი თვის მარაგი არსებობს. „იმ ცხრა პროდუქტთან დაკავშირებით, რომელიც მითითებულია მთავრობის მიერ შედგენილ ჩამონათვალში, გვაქვს მინიმუმ სამი თვის მარაგი, რომელიც ყოველდღიურად ივსება როგორც პორტის, ასევე სარფის საბაჟოდან შემომავალი ტვირთებით. ასე რომ, როგორც ბათუმში, ასევე მუნიციპალიტეტებში მარაგების კუთხით არის...
შემდეგი სტატია „ქართული ოცნების“ დეპუტატის სახლთან, ახალქალაქში, სროლის ხმა დღეს, 26 მარტს, დაახლოებით, 15:30 საათზე გაისმა. ადგილზე ადგილობრივები შეიკრიბნენ, მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც. ჯერჯერობით უცნობია, არიან თუ არა დაშავებულები. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. რა გახდა სროლის მიზეზი, უცნობია. ადგილობრივების ვარაუდით, შესაძლოა, სროლა დეპუტატ ენზელ მკოიანსა და ყოფილ დეპუტატ, სამველ პეტროსიანს შორის არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება. „არ უნდა გაგიკვირდეთ ასეთი სროლა ახალქალაქში. სავარაუდოდ, ეს უკავშირდება...
წინა სტატია შემდეგი სტატია "ხანდახან ხდება, აკეთებ ერთს და გამოგდის მეორე და საბოდიშოდ გიხდება საქმე, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ზუგდიდში მომხდარ ფაქტს. „სწორედ ეს მოხდა ზუგდიდში. გვინდოდა დამცავი პაკეტები (სადეზინფექციო ხსნარი, ხელთათმანები და პირბადეები) მიგვეწოდებინა ჩვენი მოქალაქეებისათვის, როგორც მივაწოდეთ სხვა რეგიონებში – რიგის, დისტანციის დაცვით. ზუგდიდში კი, იმდენი ხალხი მოვიდა, სამწუხაროდ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. აღმოჩნდა იმიტომაც, რომ სხვა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ