ახალქალაქში სროლის საქმეზე “ოცნების” დეპუტატი დაკითხვაზე დაიბარეს

624

წინა სტატია

შემდეგი სტატია

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი, ენზელ მკოიანი, რომლის სახლთანაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლეს, ახალციხეში დაკითხვაზე იმყოფება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. 

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში, დეპუტატი დღეს, 26 მარტს დაიბარეს. ენზელ მკოიანს სამმართველოს შენობაში ორ საათზე მეტია რაც კითხავენ.

26 მარტს, 15:30 საათზე ახალქალაქში, ენზელ მკოიანის სახლის წინ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლეს.

შსს-მ საქმეზე ძიება ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო. რაც სისხლის სამართლის კოდექსში შეესაბამება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის (ბ) ქვეპუნქტსა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებს.

გასროლის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. ადგილობრივების ვარაუდით, შესაძლოა, სროლა დეპუტატ ენზელ მკოიანსა და ყოფილ დეპუტატ, სამველ პეტროსიანს შორის არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება.