აჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს

422

ქვეყანაში კორონავირუსთან არსებული ვითარების მიუხედავად, აჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს.

ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები, აქტიურ ფაზაშია ე.წ „ოცნების ქალაქის” მშენებლობა. ამ ეტაპზე სამშენებლო ტერიტორიაზე საცხოვრებელი ბინების საძირკვლის არმირება ხორციელდება. სამუშაოებში დაახლოებით 70 ადამიანია დასაქმებული.

ე.წ “ოცნების ქალაქის” მშენებლობის პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე
რიჟვაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ჯაბა ფუტკარაძესთან ერთად გაეცნო. თორნიკე რიჟვაძე პროექტის მიმდინარეობით და პანდემიის ფონზე დასაქმებულთა უსაფრთხოების საკითხით დაინტერესდა.

„აჭარაში ოცნების ქალაქის, საგზაო ინფრასტრუქტურის და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების მშენებლობა გრძელდება. მაქსიმალურად დაცულია ჯანდაცვისა და უსაფრთხოების ნორმები და რეკომენდაციები. არსებული პროექტები მნიშვნელოვანია აქ დასაქმებულებისთვის, ჩვენი ეკონომიკისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის. პანდემიასთან დაკავშირებით მაქსიმალურად იქნება გატარებული ყველა პრევენციული ზომა, ამავე დროს გაგრძელდება რეგიონში მიმდინარე პროექტები. ყველა ერთად შევძლებთ გამოვიდეთ ამ რთული მდგომარეობიდან“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძე.