ახალციხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად გრძელდება. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ამ დროისთვის, სოფელ ანდრიაწმინდაში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, სადაც 1200 მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი იგება.
მათივე ინფორმაციით, პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
„აღსანიშნავია, რომ სოფელი ანდრიაწმინდა მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფელია, სადაც, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდსა და უამინდობისას მოსახლეობას გადაადგილება უჭირს. სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივები კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ახალციხის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მიმდინარე წელს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 10 მასშტაბური პროექტი ხორციელდება ქალაქ ახალციხესა და მუნიციპალიტეტის სოფლებში,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.