სადახლოელები ამბობენ, რომ კარანტინის შემდეგ სოფლიდან ნარჩენები არავის გაუტანია

836

მარნეულსა და ბოლნისში კარანტინის გამოცხადების შემდე, მარნეულის სოფელ სადახლოში ნაგვის ურნები სავსეა სადახლოს მცხოვრებლების თქმით, აქამდე მათთან ნაგავმზიდი მანქანა მიდიდოდა და ყოვლედღე გაჰქონდათ ნარჩენები, თუმცა რამდენიმე დღეა მათთან არავინ გამოჩენილა. სადახლოში 7 000 ათასზე მეტი მოსახლე ცხოვრობს, სანაგვე კონტეინერები აქა-იქ თუ დგას. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის რადიო ავრცელებს. 

„კორონავირუსი ცხოვრების წესზე, ძირითადად კი ადმაიენბის ფსიქოლოგიაზე დიდ გავლენას ახდენს. თითქოს ცხოვრება შეჩერდა. ამიტომ, ყველამ უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულება და სისუფთავე დაიცვას,“- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

შპს „სუფთა მარნეულის“ დირექტორი ლერი მუმლაძე ვერ იჯერებს, რომ სადახლოში მათი ნაგავმზიდი კარანტინის გამოცხადების შემდეგ არ ყოფილა.

„გამორიცხულია, სადახლოში კვირაში 4-ჯერ დადის მანქანა, პროვოკაციებს ნუ აყვებით. პროცენტი არ არსებობს იმისა, რომ სადახლოში მანქანა არ მისულიყო. ყოველდღე ნაგავსაყრელზე შემოდის ნაგავი და საედან მოაქვთ აბა? – გვითხრა ლერი მუმლაძემ.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის თავშეყრა და ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 198 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 81 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 13 უკვე გამოჯანმრთელდა.