წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება.
“მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ყველა დაწყებული პროექტის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები, სოფელ ქვიტირში, ჭეიშვილების უბანში რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება 1კმ 600მ. გზის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის ღირებულება 530 636 ლარია, აღნიშნული გზის გაკეთებას წლების განმავლობაში ითხოვდა ადგილობრივი მოსახლეობა, პარალელურად ამავე სოფელში ბეტონის გზები კეთდება N12 და N14 ქუჩებზე, ქალაქ წყალტუბოში გოგებაშვილის ქუჩაზე კი ეწყობა სასაფლაოებზე არსებული შიდა გზები”, – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება სოფელ რიონშიც. მათივე ცნობით, სინატაშვილების უბანში არსებულ სასაფლაოსთან მისასვლელ გზაზე ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.