ფოტოზე -ზუგდიდის მერი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მერის გიორგი შენგელიას გადაწყვეტილებით, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფისთვის პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტების გაცემა დაიწყო. როგორც ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, სასურსათო კალათა მარტოხელა დედებს, მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა 60 წელს გადაცილებულ ხანდაზმულებსა და შინმოვლის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს გადაეცემათ. "დღეს დავიწყეთ საკვები პროდუქტების გაცემა, რომელიც 700-ზე მეტ ოჯახს გადაეცემა. პროცესი გაგრძელდება და დამატებით 1000-მდე ოჯახს მოვიცავთ. აღნიშნულ პროცესში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებიც ჩაერთვნენ. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ...
რუსთავში კულტურისა და დასვენების ცენტრალური პარკი, ვიზიტორებისა და დამსვენებლებისთვის დაიკეტა. როგორც რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელი დავით ბეგაშვილი აცხადებს, ცენტრალური პარკი დამსვენებლებს, ქვეყანაში სიტუაციის დასტაბილურებამდე ვერ მიიღებს. ბეგაშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციები სრულად დაიცვან, დარჩნენ სახლში და გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე გარეთ არ გამოვიდნენ. ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რუსთავში შესაბამისი ღონისძიებები გატარდა, აიკრძალა სამარშრუტო...
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი მოქალაქეებს კორონავირუსთან დაკავშირებით აუცილებელი რეკომენდაციების გათვალისწინებისა და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ხალხი მითითებებს არ დაემორჩილება, უახლოესი კვირებისა და თვეების განმავლობაში უფრო მკაცრ რეჟიმში ყოფნა მოგვიწევს. "შემოწმდება ეს ხალხი, თუმცა ყველა მცდელობა, ყველა დაგეგმილი აუცილებელი პრევენციული ღონისძიებები, რაც ზოგადად, შეთანხმებულად ჯანდაცვის, დაავადებათა კონტროლისა და ცენტრალური ხელისუფლების მეშვეობით ხორციელდება, ფუჭი იქნება, თუ მოსახლეობა,...
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის გავრცელების აცილების მიზნით, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი გადაიდო. ხოლო ის არამალფუჭებადი პროდუქტები, რომლებიც მიმდინარე არდადეგების დროს ბაგა-ბაღებში უნდა გამოყენებულიყო, ისევ ბავშვებს მოხმარდება, მუნიციპალიტეტებში საკვების დარიგების პროცესი უკვე დაიწყო. როგორც მხარის რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ აღნიშნა, ბავშვებისთვის პროდუქტების დარიგების პროცესში მოხალისეებიც არიან ჩართული და 870 აღსაზრდელს 1 თვის მარაგ პროდუქტებს სახლში მიუტანენ. შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების...
კორონავირუსის საფრთხიდან გამომდინარე, ოკუპირებულ გალში კომენდანტის საათი შემოიღეს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემები წერენ. კომენდანტის საათი ღამის 12 სააათიდან დილის 6-საათამდე იმოქმედებს. ბრძანება 28 მარტით თარიღდება. წინა დღით, 27 მარტს, აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. აფხაზეთის დეფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობა 20 აპრილამდე გაგრძელდება. ასევე ჩაკეტილია ე.წ. გამშვები პუნქტი ენგურის ხიდზე. რუსეთთან დამაკავშირებელი გამშვები პუნქტი „ფსოუ“ თავდაპირველად ღია დატოვეს, თუმცა 28 მარტს რუსეთთანაც ჩაიკეტა საზღვარი. შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო,...
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ფოთის ორივე შესასვლელში ბლოკ-პოსტები მოეწყობა. ბლოკ-პოსტები მოეწყობა ზუგდიდის შესასვლელშიც, - ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა. მისივე თქმით, ამ დროისთვის ყველაზე მეტად რისკის ზონებია ფოთი და ზუგდიდი. „რაც შეეხება ბლოკ-პოსტებს, ფოთში, შესასვლელში, გასასვლელში საპოლიციო ძალებით მოეწყობა. ზუგდიდში, რა თქმა უნდა შესასვლელში. ამ ორ ქალაქში ყველაზე მაღალი რისკი გვაქვს. მოგეხსენებათ, ფოთში ძალიან ბევრი გადაზიდვები ხორციელდება, ძალიან ბევრი...
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გასატარებელი ღონისძიებები მკაცრდება. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, ჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მუშაობას იწყებენ პოლიციის, სამხედრო ძალებისა და ჯანდაცვის სფეროს ერთობლივი ჯგუფები. "29 მარტიდან ყველანაირი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც მოძრაობდა ჩვენს რეგიონში მთლიანად შეწყვეტს მოძრაობას. შეიქმნება მობილური ჯგუფები და ბლოკ-პოსტები მუნიციპალიტეტების შესასვლელ-გასასვლელებთან. ყველა ავტომობილი, სადაც იქნება 3 პირზე მეტი, აუცილებლად შეჩერდება. მანქანებში ყველა უნდა იჯდეს პირბადით. ჯგუფები...
წინა სტატია შემდეგი სტატია პარლამენტის წევრის, ენზელ მკოიანის სახლთან მომხდარი დაპირპირებისა და სროლის შესახებ, "პატრიოტთა ალიანსის" წევრი, სამველ პეტროსიანი იხსენებს. დეტალებზე, რომელიც შემთხვევას უძღვოდა წინ, სამველ პეტროსიანმა სააგენტო jnews-თან ისაუბრა. როგორც სამველ პეტროსიანი ამბობს, კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ენზელ მკოიანის შვილი მის შვილთან შესარიგებლა მივიდა. „ყველაფერი დაფიქსირებულია კამერებზე. ის ჩანს რამდენჯერ ისროლა მკოიანმა, რამდენჯერ მე და ჩემამდე ვინც ისროდა“, - ამბობს სამველ...
ხობელმა ახალგაზრდებმა ყველაზე მოწყვლადი ოჯახების დასახმარებლად მოხალისეთა ჯგუფი შექმნეს. მოხალისეებმა მარტოხელა მოხუცებისთვის, მრავალშვილიანებისთვის, შშმ პირებისთვის, მათი ძალებით და კერძო კომპანიების დახმარებით სურსათი და პირველადი საჭირო ნივთები შეაგროვეს. ამის შესახებ ინფორმაციას “წყალმომარაგების კომპანია” ავრცელებს. მათი ცნობით, მოხუცთა ნაწილს კომუნალური გადასახადები დაუფარეს და საჭირო მედიკამენტებით მოამარაგეს. “შექმნეს Facebook ჯგუფიც შემდეგი აქტივობების ორგანიზებისთვის და განაგრძობენ კეთილი საქმის კეთებას. სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში აგროვებენ პროდუქტებს და აწვდიან...
შუახევში მიმდინარე სოციალური აქციის  ფარგლებში,  სოფელ გომარდულის მკვიდრმა ი/მ რამინ დარჩიძემ, მუნიციპალიტეტს გარკვეული რაოდენობის პურის ფქვილი გადასცა. შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ მოხალისეებთან ერთად, აღნიშნული ფქვილიდან თითო ტომარა  ბარათაულში შეჭირვებულ ოჯახებს დაუნაწილა. “მუნიციპალიტეტის სახელით მადლობა მინდა გადავუხადო რამინ დარჩიძეს სოციალური პასუხისმგებლობისათვის, რომელიც მან გამოიჩინა თავისი თემის მოსახლეობის მიმართ. თითო ტომარა ფქვილი ბარათაულში უმწეო და ხანძრით დაზარალებულებს​ დავუნაწილეთ. სოციალური აქციები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის,...
კორონავირუსის პრევენციის მიზნით სხვადასხვა სახის სამუშაოების ჩასატარებლად მარნეულის მერიამ 2020 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 100 000 ლარი გამოყო. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო „მარნეული“ ავრცელებს. მარნეულის მერის ბრძანებაში, რომელიც 26 მარტს გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ სარეზერო ფონდის თანხა შემდეგი საჭიროებებისათვის შეიძლება დაიხარჯოს: სხვადასხვა საკვები პროდუქტი, სამუშაო ტანსაცმელი, სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები, სამიდიცინო მოწყობილობები, ავეჯის აქსესუარები, ფარმაცევტული პროდუქტები, პირადი ჰიგიენის საშუალებები, ბუნებრივი წყალი,...
გორში ცხოველთა თავშესაფრისა და ავტოსადგომის მშენებლობა გრძელდება. მუშები მშენებლობებზე ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.  ორივე ობიექტის სამშენებლო სამუშაოები გორის მერმა დაათვალიერა. თავშესაფარი კომპლექსური ობიექტია, რომელიც გააერთიანებს ადმინისტრაციულ შენობას, ვეტერინარულ კლინიკას, ვოლიერებს, პოსტოპერაციულ ბლოკებსა და ცხოველთა სასეირნო სივრცეებს. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი 1 897 000 ლარით აფინანსებს. თავშესაფრთან ახლოს შენდება მუნიციპალური ობიექტი ავტობუსების სადგომი და დამხმარე ნაგებობა. პროექტის ღირებულება 951 000 ლარია. ობიექტი...
გურჯაანის მუნიციპალიტეტში კურორტ ახტალის, ზღუდრის, ვაშლების, კოსტავას, გურამიშვილის, ქოროღლიშვილის და 9 აპრილის ქუჩებზე კედარი, ნეკერჩხალი და მუხა დაირგვება. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. ქალაქ გურჯაანში სულ 450 ნერგის დარგვა იგეგმება. გამწვანების პროექტი გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივითა და მხარდაჭერით განხორციელდება.
2020 წლის 28 მარტიდან 12 აპრილის ჩათვლით დეფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოსური მედია ავრცელებს. ანატოლი ბიბილოვის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ 28 მარტიდან ყველა კაფე, რესტორანი და სასადილო დაიკეტა, ეს შეზღუდვა არ ვრცელდება იმ კვების ობიექტებზე, რომლებიც მუშაობენ მიტანის სერვისით. დაიხურა ყველა ფიტნეს ცენტრი, სილამაზის სალონები, საცურაო აუზები, სპორტული კომპლექსები და სავაჭრო ცენტრები (გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა). ბიბილოვი...
ბოლნისის მუნიციპალიტეტში საკარანტინე მდომარეობის მე-5 დღეს კერძო პირებისგან მიღებული შემოწირულობებით ნაყიდი სურსათი მარტოხელა პენსიონერებს, თვითიზოლაციაში მყოფ პირებსა და შეჭირვებულ ოჯახებს დაურიგდათ. სურასათის დარიგების აქციაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ჩაერთნენ. „დღეს დავით და მამუკა კუხალაშვილების მიერ ნაყიდი სურსათი მარტოხელა პენსიონერებს, თვითიზოლაციაში მყოფ პირებსა და შეჭირვებულ ოჯახებს, სულ 160 ბენეფიციარს გადავეცით. მინდა კუხალაშვილებს ქველმოქმედებისთვის და მაღალი...
კორონავირუსის საფრთხის გამო ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უამრავი ადამიანი დარჩა შემოსავლის გარეშე, ეს განსაკუთრებით ხანდაზმულ მოქალაქეებზე აისახა. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.  თელავში მცხოვრებმა ახალგაზრდა მოხალისე გოგონებმა მათი დახმარება გადაწყვიტეს. მათ მოხალისეობრივი საქმიანობა სამი დღის წინ დაიწყეს. როგორც იდეის ერთ-ერთი ავტორი სოფო სუხიტაშვილი აცხადებს, კამპანია აქტიურად გაგრძელდება. "მსგავსი მოხალისეობრივი ჯგუფი საქართველოს მასშტაბით შეიქმნა, რომლის იდეა იყო მოხუცების დახმარება, თუმცა ძირითადად ყურადღება თბილისზე...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ