გურჯაანის მუნიციპალიტეტში კურორტ ახტალის, ზღუდრის, ვაშლების, კოსტავას, გურამიშვილის, ქოროღლიშვილის და 9 აპრილის ქუჩებზე კედარი, ნეკერჩხალი და მუხა დაირგვება. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
ქალაქ გურჯაანში სულ 450 ნერგის დარგვა იგეგმება.
გამწვანების პროექტი გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივითა და მხარდაჭერით განხორციელდება.