წინა სტატია
15 აპრილის 21:00 საათიდან დაწესებული შეზღუდვები, რაც თბილისს, ქუთაისს, ბათუმსა და რუსთავს ჩაკეტავს, კონკრეტული საქმიანობის განმახორციელებელ პირებს არ შეეხებათ.
როგორც საქართველოს მთავრობის №242-ე დადგენილებაშია აღნიშნული, შეზღუდვა არ ეხება:
სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლების სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილებას;
საერთაშორისო და ადგილობრივ სატვირთო გადაზიდვებს;
საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილებას;
ბრალდებულების/მსჯავრდებულების გადაყვანას;
ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირებას;
ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოების/გადაცემის/განაწილების/მიწოდების, ასევე სატელეკომუნიკაციო,...
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კოჯრისა და წყნეთის გზაგასაყარზე მოწყობილი სპეციალური საგუშაგო გადაიწევს და კიკეთში განთავსდება. როგორც კალაძემ „ფეისბუქით“ პირდაპირი ჩართვისას განმარტა, ამ თვალსაზრისით მოსახლეობას არავითარი პრობლემა არ შეექმნება.
„გუშინ დამატებითი შეზღუდვები დაწესდა, რომლის თაობაზეც პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა შემოვიდა დედაქალაქის მერიაში, განსაკუთრებით კიკეთში მცხოვრები ადამიანების მხრიდან, რადგან კოჯრისა და წყნეთის გზაგასაყარზე მოწყობილი იყო სპეციალური საგუშაგო, სადაც პოლიცია და ჯარია...
საგანგებო მდგომარეობა, საკომენდანტო საათი ვრცელდება ყველა სივრცეში, ნებისმიერი ადგილზე, ნებისმიერ ადამიანზე და არანაირი „მაგრამ“ ამ შემთხვევაში არ განიხილება. ეს არც უნდა გახდეს მსჯელობის საგანი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ვიდეო-ჩართვისას განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, წესების დარღვევას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
„გახსოვდეთ და გაითვალისწინეთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს ერთიანი საკარანტინე მოთხოვნები. იცით, რომ არის საგანგებო მდგომარეობა, საკომენდანტო საათი და ეს...
საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებით, აღდგომის ღამეს კანონი არ დაირღვევა, თუმცა, აქვე, ამბობს: "ჩვენ ამ ბრძოლიდან ისე უნდა გამოვიდეთ, რომ არ დავანგრიოთ არც სახელმწიფო, არც ეკლესია, არც ეკონომიკა და გავუფრთხილდეთ მოქალაქეების ჯანმრთელობას".
"კანონი არ და ვერ დაირღვევა და კანონის წინაშე ყველა ვერთ ერთნი. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რას წარმოადგენს, ისევე, როგორც სახლემწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, იზრუნოს თითოეული თავისი მოქალაქის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე. გარდა...
საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის შემოღებული ჯარიმების გამკაცრება არ იგეგება. თუმცა, პრემიერის თქმით, იგეგება აღსრულების გამკაცრება.
ამასთან, გიორგი გახარიას განცხადებით, სახელმწიფო ინსტიტუტებს და პირველ რიგში შსს-ს ბზობის დღესასწაულზე უფრო ეფექტურად უნდა ემოქმედა.
„ჯარიმების გამკაცრება არ იგეგმება, იგეგმება აღსრულების გამკაცრება. აღსრულების გამკაცრების ნაწილში, ვაღიარებ, აბსოლუტურად გულწრფელად, რომ ბზობის დღეს სახელმწიფოს ინსტიტუტებს და პირველ რიგში, შინაგან...
იმ კომპანიებმა, რომლებმაც თანამშრომლები გაუშვეს და გარდა იმისა, რომ შეენარჩუნებინათ, 1-2 თვის ანაზღაურება რაც უნდა გდაეხადათ და არ გადაუხადეს ამათ ყველას მივაკითხავთ. დარწმუნებული იყავით იმიტომ, რომ დღეს კრიზისია და ამის დრო არც ჩვენ გვაქვს, არც ამ კომპანიებს მაგრამ ყველას უნდა ახსოვდეს თავისი სოციალური პასუხისმგებლობა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განმარტებით, ბიზნესმა ისევე როგორც...
უახლოესი ორი-სამი კვირის განმავლობაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ზედმიწევნით შევასრულოთ ყველა ის შეზღუდვა, რომელსაც ჩვენ დღეს ვახორციელებთ, იმისთვის, რომ ჩვენ სწრაფად, მაისის შუა რიცხვებიდან თანდათან დავიწყოთ ამ შეზღუდვების ნელ-ნელა, თანმიმდევრული მოხსნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, თუ მკაცრად არ შესრულდება ყველა შეზღუდვა, არსებობს რისკი, რომ შეზღუდვების მოხსნის ეტაპი გადავადდეს თვეობით.
„უახლოესი ორი-სამი კვირის განმავლობაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია,...
წინა სტატია
შეუძლებელია უბრალოდ, ვისაუბროთ სამსახურდაკარგული ადამიანების დახმარებაზე და არ გავითვალისწინოთ საარსებო მინიმუმი, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„150-ლარიანი დახმარება საკმარისი არაა, ამიტომ ეს თანხა გაიზრდება. 150 ლარი საარსებო მინიმუმზე ნაკლებია. შეუძლებელია უბრალოდ, ვისაუბროთ სამსახურდაკარგული ადამიანების დახმარებაზე და არ გავითვალისწინოთ საარსებო მინიმუმი. პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების მომენტისთვის მთავრობას უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული პოზიცია სოციალური დახმარების ნაწილში...
წინა სტატია
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საგანგებო დგომარეობა გახანგრძლივდა და 10 მაისამდე უნდა გაგრძელდეს, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. შესაბამისი წინადადებით მთავრობის ადმინისტრაციამ პრეზიდენტს უნდა მიმართოს.
იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი და პარლამენტი საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას დათანხმდებიან, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ქვეყანაში სასწავლო პროცესის განახლებაც მინიმუმ 10 მაისამდე გადავადდება.
„მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ხვალიდან, 15 აპრილის 21 საათიდან 4...
წინა სტატია
შეიძლება, გავხდეთ იძულებული და განსაკუთრებით მსხვილ ქალაქებში სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
„ყველანაირი შეზღუდვა რაც არსებობს ყველას ეხება, რაც შეეხება რელიგიურ ღონისძიებებს და ჩვენს ტრადიციებს, სასაფლაოების მონახულებას, ჩვენ სერიოზულად განვიხილავთ საკითხს განსაკუთრებით მსხვილ ქალაქებში, შეიძლება გავხდეთ იძულებული და სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს. ეს პირდაპირ პროპორციულად არის დამოკიდებული ვირუსის გავრცელების იმ დინამიკასთან, რომელიც იქნება. ამ გადაწყვეტილებას ჩვენ...
საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდი 447 მილიონი, ხოლო დონორი ორგანიზაციები მილიარდ 500 მილიონი დოლარით დაეხმარებიან. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
"ჩვენ დავასრულეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის გაგრძელებაზე მოლაპარაკება, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის გაგრძელების პირობებზე შეთანხმებას, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის ნიშნავს დამატებით 447 მილიონ დოლარს ერთი წლის განმავლობაში, რომელიც იქნება...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა დღეს, 14 აპრილს, 17 საათზე ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ მივმართავთ პრეზიდენტს, მიმართოს პარლამენტს, ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ 10 მაისამდე, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი,...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა 10 დღით აიკრძალა, ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
პრემიერის თქმით, დღეს გვაქვს პირველი შემთხვეა, როდესაც ერთი დღის განმავლობაში 30 ადამიანია ინფიცირებული და კვლევა მიმდიანრეობს 500 ადამიანზე. გახარიას განცხადებით, ქვეყანა სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზე გადავიდა.
„ხვალ, 15 აპრილიდან, 21:00 საათიდან ოთხ დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ბათუმში და ქუთაისში ყველა...
ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ითხვისში ეპიდემიოლოგები მუშაობენ. მიზეზი ადგილობრივის დაინფიცირებაა. მამაკაცს, რომელიც ხუთი დღის წინ სოფელ ითხვისში საკუთარ ოჯახში თბილისიდან ჩავიდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. ის თბილისში საავადმყოფოშია მოთავსებული.
მუნიციპალიტეტის მერის, გივი მოდებაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია მამაკაცთან კონტაქტში მყოფი ხუთი პირი, რომლებიც უკვე თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ჯერჯერობით, იქ ზომების გამკაცრება არ იგეგმება და თუ ვითარება შეიცვლება, საჭირო ზომები გატარდება.
ახალი...
წინა სტატია
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში კონტროლი მკაცრდება. სამართალდამცველები სოფლის მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ სახლიდან გამოსვლისგან თავი შეიკავონ. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეს მცხოვრებ ახალგაზრდა მამაკაცს, კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც სოფელ ხოვლეს გამგებელი თამაზ ხუციშვილი აცხადებს, მამაკაცი საეჭვო სიმპტომებით კლინიკაში 12 აპრილს გადაიყვანეს.
ამასთან, ცნობილია, რომ ახალგაზრდა მამაკაცი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელია და ის საპატრიარქოს დაცვაში მუშაობდაო. სამსახურში კი სოფლიდან დადიოდა.
როგორც დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის...
"მიცვალებულთა მოხსენიების დღეს, სასაფლაოებზე, მასობრივი თავშეყრის ადგილი რომ გაჩნდეს, ჩვენ გარკვეულ რისკებთან გვექნება საქმე", - ამის შესახებ "ინფო რუსთავის" გადაცემაში "free live", ქალაქის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა.
რუსთავში, სააღდგომოდ სასაფლაოზე გასვლა არ იკრძალება, თუმცა, ქალაქის მერის თქმით, იმისათვის, რომ ხალხმრავლობა არ შეიქმნას, უმჯობესია, საფლავებზე გასვლა, სხვადასხვა დღეებში მოხდეს.
"გულწრფელად რომ გითრათ, ასეთი რთული კითხვა ჩემთვის არასდროს არავის დაუსვამს. ვფიქრობ, რომ უფრო...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































